Home სხვადასხვა დაიჯესტი კურიოზები დავოსში

კურიოზები დავოსში

1145

შვეიცარიული დავოსის ეკონომიკური ფორუმის სერიოზული საკითხების გაშუქებასთან ერთად, ჟურნალისტებს არც კურიოზები და უცნაური შემთხვევები რჩებოდათ ყურადღების მიღმა.

მაგალითად, 26 იანვარს გვაცნობეს, რომ დონალდ ტრამპის კორტეჟის ერთ-ერთი ავტომანქანა პოლიციელს დაეჯახა. იგი სწრაფმა რეაქციამ გადაარჩინა: მოასწრო განზე გახტომა და დარტყმის სიძლიერე ერთგვარად შეამცირა. ინციდენტის ვიდეოჩანაწერი გერმანულმა Blick-მა გამოაქვეყნა.

სოცქსელების მომხმარებლები და მედიის მკითხველ-მაყურებლები გაახალისა ადამიანის მსგავმა რობოტმა სოფიამ. დავოსის “უკრაინულ სახლში” უხერხული მდგომარეობა შეიქმნა, როცა “ქალიშვილს” ჰკითხეს, რა მდგომარეობაა უკრაინაში კორუფციის თვალსაზრისით. ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობისას ეს რობოტი მწყობრიდან გამოვიდა.

კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო, რომელმაც ტელეარხ “როსია-24”-ის კორესპონდენტ ნატალია ასკერ-ზადეს რუსულ ენაზე დასმულ შეკითხვაზე, პასუხის გაცემის ნაცვლად, ურჩია, რადგან უკრაინულად არ ლაპარაკობს, გაეხადა უკრაინული “ვიშივანკა”. არადა, ნატალიას ეცვა კაბა, რომელზეც ამოქარგული იყო ყვავილები და უკრაინის ეროვნულ სამოსთან მას საერთო არაფერი ჰქონდა(!).

ჯასტინ ტრიუდო
ჯასტინ ტრიუდო

დასავლელი ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ, არა მის მიერ წამოყენებული ეკონომიკური ინიციატივებით, არამედ “მხიარული” იისფერი წინდებით, რომლებსაც ყვითელი ჭუკები ახალისებდა.

ამ წინდებს ბრიტანულმა Daily Mail-მა სპეციალური რეპორტაჟი მიუძღვნა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვან ოფიციალურ შეხვედრებზე კანადის პრემიერი არაერთხელ მისულა “ვარსკვლავური ომების” პერსონაჟებისა და კანადის დროშის ნეკერჩხლის ფოთლის გამოსახულებით დამშვენებული “სულელური” წინდებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here