Home სხვადასხვა დაიჯესტი კორონავირუსი ბოლოს მოუღებს გლობალიზაციას

კორონავირუსი ბოლოს მოუღებს გლობალიზაციას

3451
გლობალიზაცია

თუ ვივარაუდებთ, რომ მსოფლიოში ყველაფერი (ან თითქმის ყველაფერი) განვითარდება ოპტიმისტური სცენარით, კორონავირუს COVID-19- მალე გააკონტროლებენ, შემდეგ კი გაანადგურებენ ისევე, როგორც 2000-იანი წლების დასაწყისში აღგავეს პირისაგან მიწისა SARS (მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი _ ატიპური პნევმონია), მაისის ბოლოს მსოფლიო კვლავ უსაფრთხო იქნება მოგზაურობისთვის, ხოლო ტექნოლოგიური სიმძლავრეები _ ხელმისაწვდომი, საფონდო ბირჟებზე პანიკა ჩაცხრება, ბანკები არ აღმოჩნდებიან თავისუფალი ვარდნის რეჟიმში, ისევე, როგორც 2007-2009 წლებში. საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა შემცირდება, მაგრამ დროებით. წლის ბოლოს უმნიშვნელო რეცესიის შემდეგ ჩინეთსა და აშშში კვლავ დაიწყება ეკონომიკის ზრდა და სხვა ქვეყნების ბაზრებსაც აიყოლებენ, მოიმატებს ფასები ენერგომატარებლებზე.

კრიზისით დაზიანებული ეკონომიკების ფუნქციობისთვის სულ უფრო დიდი მოცულობით იქნება საჭირო სათბობი და ელექტრობა. 2040 წლისთვის მხოლოდ გამოსათვლელი სიმძლავრეები “შეჭამენ” მსოფლიოში არსებულ ელექტროგენერაციას. ეს ნიშნავს იმას, რომ დიდი მოთხოვნა იქნება ე.წ. რთული საბადოების ნახშირწყალბადებზე _ ფიქლურზე, არქტიკულზე და ა.შ., რომელთა ამოღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი აირისა და ნავთობის ფასი მაღალი იქნება. ნახევარი წლის შემდეგ შექმნიან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ან პრეპარატებს, რომლებიც საკმაო წარმატებით გაუმკლავდება ამ ვირუსს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის განმეორებით დაიწყებს გავრცელებას.

ოპტიმისტური პროგნოზის მიხედვით, ვითარება ნელნელა მოგვარდება, მაგრამ დარჩება კი ყველაფერი ძველებურად? კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული ტრავმა ხომ არ იქნება მსოფლიო ეკონომიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში ცვლილებების მიზეზი?

COVID-19 უკვე არის პრობლემა პლანეტის მასშტაბით. ჯერჯერობით ლაპარაკია მხოლოდ პანიკასა და აქციების სპეკულაციურ ბაზარზე, რომელმაც გამოიწვია ვალუტების კურსებში ცვლილებები და ენერგომატარებლების ფასების შემცირება. არასახარბიელო პერიოდი დაუდგა ტურისტულ დარგსაც.

მაგრამ ეპიდემიის შედეგები შორეულ პერსპექტივაში შეიძლება გაცილებით სერიოზული აღმოჩნდეს. ჩინეთმა, “საგნების მსოფლიო ფაბრიკამ”, დროებით დახურა უამრავი საწარმო. ინდუსტრიული აქტივობის დაცემა ისე საგრძნობია, რომ თანამგზავრებიდან გადაღებულ ფოტოებზეც კი ჩანს ჰაერის დაბინძურების მნიშვნელოვანი შემცირება ჩინეთის ტერიტორიაზე.

კორონავირუსი ბოლოს მოუღებს გლობალიზაციას

თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ დაუგეგმავმა არდადეგებმა ხელი ვერ შეუშალოს ჩინეთში წარმოებული პროდუქციის გასაღებას, რადგან მიმწოდებლებსაც და გამსაღებლებსაც საწყობებში ექნებათ მარაგები, რომლებსაც სწორედ ფორსმაჟორული ვითარებისთვის ქმნიან, მაგრამ სასაქონლობუფერებიცამოიწურება და მყიდველი ჩინური ნაწარმის ალტერნატივას დაუწყებს ძებნას. ძველებური მიწოდების აღდგენას, თუნდაც შემცირებული მოცულობით, ტრანსპორტის მესვეურთა ძალების დაძაბვა დასჭირდება, შედეგად აუცილებლად მოიმატებს მათი მომსახურების ფასი. ეს კი, თავის მხრივ, კიდევ მეტ მოტივაციას შესძენს სავაჭრო კომპანიებს, ეძებონ ალტერნატივები და (ეს მთავარია) შეამცირონ სატრანსპორტო ხარჯები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ 2020 წლის ზაფხულისთვის მომარაგების მსოფლიო სტრუქტურა რადიკალურად არ შეიცვლება, ასეთ ცვლილებებზე იფიქრებენ ფირმების შემსყიდველი განყოფილებები სრულიად მსოფლიოში, თუნდაც ეპიდემიის კიდევ ერთი შემთხვევისას თავის დაზღვევის მიზნით.

ჩინეთის მრეწველობის აღდგენის ტემპებს ექსპერტები სხვადასხვანაირად აფასებენ, მაგრამ ყველა თანხმდება იმაზე, რომ მუშაობის პირვანდელი რეჟიმის დაბრუნებას, სულ ცოტა, 1,5-2 წელიწადი მაინც დასჭირდება, თანაც იმ შემთხვევაში, თუ ყველა დიდი კორპორაცია “ერთ კალათში დადებს კვერცხს” და ჩინეთი (თავის პარტნიორებთან ერთად რეგიონში) კვლავაც იქნება მსოფლიოს სასაქონლო მასის ძირითადი წყარო. საქმე არ არის მხოლოდ ფართო მოხმარების საგნებში. საფრთხე შეექმნა ინდუსტრიისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქონლის მაკომპლექტებელი დეტალებისა და მასალების მიწოდებას, რომელთა წარმოებასაცუხილავმა ხელმათავი მოუყარა სამხრეთაღმოსავლეთ აზიაში. საერთოდ კი, საუბარი შეიძლება ყოფილიყო მსოფლიოს ნებისმიერ მხარესა და ნებისმიერ ქვეყანაზე, “გლობალური მთავრობა” ხომ საკუთარი ძალაუფლების დასაცავად და ტრანსნაციონალური კორპორაციებიდან ზემოგების მისაღებად თანამიმდევრობით ახორციელებდა შრომის ე.წ. საერთაშორისო განაწილებას. არცთუ სერიოზული კრიზისის შემთხვევაში კი, რომელიც COVID-19-ის ეპიდემიამ გამოიწვია, ამ ეკონომიკურმა მოდელმა რღვევა დაიწყო.

მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი.

აშშ-ის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეიძინოს ნიღბების დიდი პარტია იმ შემთხვევისთვის, თუ ეპიდემიური ვითარება გაუარესდება. ნიღბები დაუკვეთეს კომპანია 3M-ს, რომელიც ბევრ რამესთან ერთად ერთჯერად სამედიცინო ინვენტარსაც ამზადებს. გაირკვა, რომ მომწოდებელს შეუძლია, დაამზადოს მხოლოდ 35 მლნ ნიღაბი, რადგან ტექნოლოგიური ჯაჭვით დაკავშირებულია ჩინეთსა და მექსიკასთან. საერთოდ კი, 35 მლნ ნიღაბის დამზადება ოპტიმისტური პროგნოზია. აშშში შექმნილ ვითარებას ჯერჯერობით შველის ადრე დამზადებული 40 მლნ ნიღაბი, მაგრამ ინდივიდუალური დაცვის საშუალებით მოსახლეობის მასობრივად უზრუნველსაყოფად ეს მარაგი 1-2 დღეში ამოიწურება.

ნიღაბის გამოყენების ეფექტიანობაში ბევრ სპეციალისტს შეაქვს ეჭვი. ეპიდემიის კიდევ უფრო გავრცელების შემთხვევაში დიდი მოცულობით იქნება საჭირო სხვა სამედიცინო საქონელიც _ ინდივიდუალური ბოქსკარვები, ერთჯერადი ხალათები, საწვეთელები, შპრიცები და სხვაწვრილმანი”, და ვინ იცის, მოთხოვნის რა დონეზე დაიწყებს შეფერხებას მსოფლიო ლოჯისტიკური სისტემა. ნებისმიერი პლასტიკური დეტალის არარსებობა, რომელსაც ჩინეთშიოპტიმალურ ფასადაწარმოებდნენ, მედპერსონალს დაავადებასთან ეფექტიანად ბრძოლის შესაძლებლობას წაართმევს. რა თქმა უნდა, ექიმები გამოსავალს მაინც გამონახავენ. ელემენტარული კარანტინულთერაპევტული ღონისძიებები, ბოლოს და ბოლოს, დაამარცხებს კორონავირუსს, როგორც აქამდე დაუმარცხებია ყველა სხვა მავნე პათოგენეზი, თუმცანალექებიმაინც დარჩება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი ისევე, როგორც ინდუსტრიულად განვითარებული სხვა ქვეყნების ანალოგიური სტრუქტურები, სასიცოცხლოდ აუცილებელი ნაკეთობებისა და მედიკამენტების საკუთარი ნაციონალური წარმოების ორგანიზებას მოითხოვენ.

შესაძლოა, ექიმებს არ მოუსმინონ, მაგრამ იქ არის სხვა უსიამოვნება. დღეს უკვე არა ჩინეთი, არამედ სამხრეთი კორეა და იაპონია წარმოადგენენ ვირუსის გავრცელების ყველაზე სახიფათო წყაროებს. არადა, სწორედ ამ ორ ქვეყანაში აწარმოებენ მასალებსა და კომპონენტებს, რომელთა გარეშეც პლანეტის კომპიუტერულ ინდუსტრიას მკაცრი კრიზისი ელის.

“ვიწრო ადგილი” გამოვლინდა 2019 წლის აგვისტოში, როდესაც წარმოიქმნა მორიგი დიპლომატიური კამათი ტოკიოსა და სეულს შორის, და რომელიც სწრაფად გადავიდა შეზღუდულ სავაჭრო ომში.

კორეულ კომპანიებს Samsung-სა და SK Hynix-ს _ მსოფლიო ბაზარზე გააქვთ კომპიუტერებისა და გაჯეტების მეხსიერების მოდელების 63%. ამ გიგანტების ფუნქციობა პირდაპირ არის დამოკიდებული სუფთა მაღალტექნოლოგიური მასალების ხელმისაწვდომობაზე, კერძოდ, ფტორის შერეულ პოლიამიდებსა და ფოტორეზისტორებზე. მათი მოხმარების 92-94%-ს დღეს უზრუნველყოფენ იაპონური კორპორაციები Fuji, JSR-ი და TOK Semiconducto-ი და ისინი ამჟამად მაღალი საფრთხის ზონაში იმყოფებიან.

სხვა ადგილებზე სათანადო ხარისხის მიკროსქემებისა და მასალების წარმოების გასავითარებლად საჭიროა დრო და, როგორც კი აშშ-ში, ევროპასა და სხვაგან იმპორტირებულ ნაწილებს საკუთარი წარმოების ნაწილებით ჩაანაცვლებენ, თავის ინდუსტრიულ სიმძლავრეზე უარს არავინ იტყვის _ ვირუსის გაკვეთილს დიდხანს არ დაივიწყებენ.

როგორ ოპერატიულად და წარმატებითაც უნდა მოქმედებდნენ სამედიცინო ხელისუფლებები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უახლესი კვირებისა და თვეების განმავლობაში,COVID-19-მა უკვე გააშიშვლა გლობალური ქსელის მომარაგების სუსტი მხარეები. ამაზე რეაქცია იქნება ლოჯისტიკური ჯაჭვების შემცირება და საწარმოების გადატანა სამომხმარებლო ბაზრებთან ახლოს. მომარაგების საიმედოობა, თუნდაც დროებით, პროდუქციის დაბალ თვითღირებულებაზე მნიშვნელოვანი იქნება. ეს არა მხოლოდ შეაფუცხუნებს რეინდუსტრიალიზაციის შესაძლებლობის მქონე ქვეყნებს, არამედ ხელს შეუწყობს იმ პოლიტიკურ ძალებსაც, რომლებიც ამისთვის იბრძვიან. ეს კი, თავის მხრივ, დააჩქარებს შრომის საერთაშორისო განაწილებას. ქანქარა დიდი ხნით გადაიხრება თვითუზრუნველყოფის (ზოგჯერ არასწორად უწოდებენ იზოლაციონისტურს) სტრატეგიის მხარეს.

მომარაგების ქსელში შეფერხებები (მათ შორის ისიც, რომელსაც წინასწარმეტყველებენ) ფინანსურ სექტორზეც აისახება. შესაძლო სამომავლო რეცესიის შიში საერთაშორისო და ნაციონალურ მეგარეგულატორებში ახალი ნეგატიური მოვლენების საწინააღმდეგო ინსტრუმენტების არარსებობით გამოიხატება.

2007-2009 წლებში წარმოიქმნა ლიკვიდურობის კრიზისი და ამას აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და სხვა გლობალურმა ინსტიტუტებმა უპასუხეს რაოდენობრივი შემსუბუქებით _ პრობლემა, უბრალოდ, ფულით ამოავსეს.

ამჟამინდელი კრიზისი დამოკიდებულია არა ლიკვიდურობაზე, არამედ ლოჯისტიკური არხებისა და საწარმოო სიმძლავრეების ფუნქციობაზე. ასეთ “დაცემულ მასალებთან” მუშაობა კი მსოფლიო მონეტარულ ხელისუფლებასა და ნეოლიბერალიზმის “გურუებს”, უბრალოდ, არ შეუძლიათ. ამასთანავე, თითქმის ყველა გლობალურ კორპორაციას ვალების ყულფში თავის გაყოფა ემუქრება. დიდი ბანკები, განსაკუთრებით საერთაშორისო, დადგებიან დილემის წინაშე _ დააფინანსონ ინდუსტრიის რენაციონალიზაცია და ამით შეასუსტონ კონტროლი მსოფლიო ეკონომიკაზე ან შეეჯახონ სახელმწიფო იძულების ძალას, შეიძლება გავლენის ბერკეტებისგან ძალისმიერი გაუცხოების საფრთხესაც რეალურ სექტორსა და პლანეტის მცხოვრებთა კეთილდღეობაზე.

ფინანსური ინსტიტუტები სახელმწიფო მანქანასთან დაპირისპირებას შეძლებენ გარკვეულ ზღვრამდე. თუ მთავრობების პოლიტიკური ნება მტკიცე იქნება (ხელისუფლებაში კი აუცილებლად მოვლენ “იზოლაციონისტი” ლიდერები), მაშინ ფულად-საკრედიტო სტრუქტურებს დამორჩილება მოუწევთ, თუმცა პრობლემა არის ის, რომ მათ არ აქვთ საკუთარი ძალებით გარდაქმნის რეცეპტები. აქედან გამომდინარე, მათ სწრაფად გარდაქმნიან გარედან, ე.ი. სახელმწიფოს ძალებით.

ეპიდემიურ კრიზისს, ალბათ, უახლოეს თვეებში შეაჩერებენ, მაგრამ მისი ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები შორსმიმავალი იქნება მოსახლეობის მიგრაციის საკითხებისადმი დამოკიდებულების რადიკალური ცვლილებების გაუთვალისწინებლადაც კი. შეიძლება, საქმე სერიოზულ რეცესიამდე არც მივიდეს, მაგრამ, როცა 30 წლის შემდეგ ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტებს დაუსვამენ შეკითხვას _ რამ მოუღო ბოლო გლობალიზაციას XXI საუკუნის 20-იან წლებშიო, პასუხი იქნება: COVID-19-მა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here