Home ახალი ამბები მსოფლიო კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა აშშ-ს დაემუქრა, რომ მას ფერფლისა და უკუნეთის ქვეყნად გადააქცევს

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა აშშ-ს დაემუქრა, რომ მას ფერფლისა და უკუნეთის ქვეყნად გადააქცევს

999
კორეა

ფხენიანმა, აგრეთვე, განაცხადა, რომ შეუძლია ბირთვული დარტყმით იაპონია ოკეანეში ჩაძიროს, _ ამას იუწყებაროიტერიჩრდილოეთკორეულ ცენტრალურ სატელეგრაფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

არქიპელაგის ოთხი კუნძული უნდა ჩაიძიროს ზღვაში ბირთვული იარაღის დარტყმის შედეგად. იაპონიამ ჩვენ გვერდით აღარ უნდა იარსებოს, _ ნათქვამია კორეული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ გააკრიტიკა გაეროს უშიშროების საბჭო. ფხენიანი მიიჩნევს, რომ ეს საერთაშორისო სტრუქტურა მოსყიდული ჰყავს შეერთებულ შტატებს და ვაშინგტონის დირექტივების შესაბამის გადაწყვეტილებებს განახორციელებს.

საერთაშორისო თანამეგობრობამ კი ჩრდილოეთ კორეას სანქციები დაუწესა. საპასუხოდ, ფხენიანმა გასულ კვირაში გამოსცადა რაკეტა, რომელმაც იაპონიას გადაუფრინა და 3700 კილომეტრი დაფარა, შემდეგ კი ოკეანეში ჩავარდა. ამით კიმ ჩენ ინმა შტატებს მიანიშნა, რომ მისი (ჩრდილოეთ კორეის) რაკეტები თავისუფლად მიაღწევს კუნძულ გუამს, რომელზეც აშშ-ის სამხედრო ბაზაა განლაგებული.

წყალბადის ბომბის წარმატებულ გამოცდაზე აღარაფერს ვამბობთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here