Home ახალი ამბები მსოფლიო კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

627
მუნ ჩჟე ინი

21-23 ივნისს მოსკოვს სამდღიანი ვიზიტით ეწვია კორეის  რესპუბლიკის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა  ორმხრივი თანამშრომლობით კმაყოფილება გამოხატეს, დაადასტურეს ერთგულება ჩრდილოეთ კორეის კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაჭრისადმი  და ახალ პროექტებზე შეთანხმდნენ. კერძოდ, განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა და სარკინიგზო მიმოსვლის პერსპექტივა კორეის ნახევარკუნძულიდან ევროპის მიმართულებით.  შეხვედრას მოჰყვა რუსულ-კორეული ბიზნესფორუმი „გზა ევრაზიის ერთობლივად აყვავებისა და მშვიდობისკენ კორეის ნახევარკუნძულზე“. თავისუფალი ვაჭრობის ზონაზე მანამდე თათბირობდნენ ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა, ახლა მონაწილეობა რუსეთსაც შესთავაზეს.

გიორგი გავაშელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here