Home სხვადასხვა დაიჯესტი კოპენჰაგენში ქალთევზას ცნობილი სკულპტურა “რასისტულ თევზად” გამოაცხადეს

კოპენჰაგენში ქალთევზას ცნობილი სკულპტურა “რასისტულ თევზად” გამოაცხადეს

1113
კოპენჰაგენში ქალთევზას ცნობილი სკულპტურა “რასისტულ თევზად” გამოაცხადეს

კოპენჰაგენში ქალთევზას ცნობილ სტატუას ვანდალები დაესხნენ თავს. მის კვარცხლბეკზე ვიღაცამ დააწერა: “რასისტული თევზი”, _ იუწყება სააგენტო Reuters.

ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრის გმირი, რომელიც კოპენჰაგენში ზღვისპირა კლდეზე მშვიდად იჯდა, რასისტული ისტერიკის მსხვერპლი შეიქნა.

1913 წელს დადგმულ სკულპტურას, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით მნახველი ჰყავს, ადრეც დასხმიან თავს ვანდალები, მათ შორის ვეშაპების რეწვის მოწინააღმდეგენი და დემოკრატიისთვის მებრძოლი აქტივისტები, მაგრამ აქამდე არავის დაუდანაშაულებია რასიზმში.

ზოგიერთის ვარაუდით, თავდასხმის მიზეზი იყო ის, რომ ზუსტად ერთი წლის წინათ 19 წლის შავკანიანმა ჰელი ბეილიმ მთავარი როლი მიიღო ქალთევზას ახალ ეკრანიზაციაში.

დანიური მედია გაოცებას ვერ მალავს და სვამს კითხვას: “რა ნახეს რასისტული მსოფლიოში პოპულარულ ზღაპარში?”

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here