Home რუბრიკები პოლიტიკა კონფლიქტი დმანისში და ლგბტ-ებს თავიანთი ამქრით გადაფარებული საელჩოები

კონფლიქტი დმანისში და ლგბტ-ებს თავიანთი ამქრით გადაფარებული საელჩოები

“ამ სამოთხე ქვეყანაში მარტო ქართველს უგუბდება სული, გული ელევა, ხორცი ადნება”

358
კონფლიქტი დმანისში და ლგბტ-ებს თავიანთი ამქრით გადაფარებული საელჩოები

როდესაც დმანისში აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის, რბილად რომ ვთქვათ, კონფლიქტის ამსახველ კადრებს ვუყურებდი, გამახსენდა გულისდამწველი სიტყვები ილია ჭავჭავაძის ცნობილი წერილიდანრა გითხრათ? რით გაგახაროთ?”. დიდი ილიას მიერ 100 წლის წინათ ნათქვამი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია და ამიტომ ეპიგრაფად წარუმძღვანე წერილს.

რამდენიც უნდა ამტკიცონ და თავი ინუგეშონ შს მინისტრის “თამადობით” ჩვენმა ძალოვანებმა, რომ დმანისში მომხდარი კონფლიქტი ყოფითი შინაარსისა იყო, საკუთარი თავის გარდა ვერავის მოატყუებენ, რომ იმ არეულობის მიზეზ-საბაბი, რომელიც ეპიზოდურად დაუნდობელ ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზრდებოდა ხოლმე, ერთი ბოთლი ლუდის ნისიად მიცემა-არ მიცემა იყო.

უკუღმართი ცხოვრების გამო, რამდენიმე წლის განმავლობაში ძირძველ ქართულ და ამჟამად ტოტალურად გააზერბაიჯანელებულ სოფელ აკაურთაში (ბოლნისის რაიონი) მომიწია ცხოვრება და თავად ვარ მომსწრე, როგორ “ვუყვარდით” სოფელში აქა-იქ კანტიკუნტად შემორჩენილი ქართველები იქაურ აზერბაიჯანელებს. სიტყვამ მოიტანა და _ იქაური ძირძველი გვარების (მიქელაძე, მაისურაძე) მქონეთ, ქართველები პირობითად შეიძლება ვუწოდოთ, რადგან მათი დედაენა და ცხოვრების წესი აზერბაიჯანული უფროა, ვიდრე ქართული. სხვათა შორის, აკაურთაში შუა საუკუნეებისდროინდელი წმინდა გიორგის სახელობის დიდი ტაძარი დგას, რომელიც უტყუარი საბუთია იმისა, რომ აკაურთა ოდესღაც სუფთა ქართული სოფელი იყო, მაგრამ რაღა ტაძარი, ხელისუფლებების უყურადღებობის გამო, მისგან ლამის ნანგრევებიღაა დარჩენილი. იქაურობა ადგილობრივ ახალგაზრდა აზერბაიჯანელებს ჯოკერის სათამაშო და მოსაშარდ ადგილად უქცევიათ.

კონფლიქტი დმანისში და ლგბტ-ებს თავიანთი ამქრით გადაფარებული საელჩოები

ეს ისე, მცირე ლირიკული გადახვევა ქვემო ქართლში აქა-იქ შემორჩენილ ქართველთა “საამური” ცხოვრების საილუსტრაციოდ…

“დუმანისშიც” (ასე ეძახიან აზერბაიჯანელები უძველეს ქართულ დასახლებას) ბევრჯერ ვყოფილვარ, დაბაში, რომელშიც სვანეთიდან ეკოლოგიური საფრთხის გამო იძულებით გადმოსახლებული პირები ცხოვრობენ და სვანებს აგიჟებთ ის, რომ აზერბაიჯანელები სვანებს საიდანღაც ჩამოთრეულს ეძახიან, რომლებიც აზერბაიჯანელების კუთვნილ მიწაზე დაუსახლებია საქართველოს ანტიეროვნულ ხელისუფლებებს. ამ მოცემულობაში რომელ ურთიერთსიყვარულზეა ლაპარაკი _ ისინი, რომ იტყვიან, ერთმანეთს ხელისუფლების შიშით იტანენ. და, როდესაც ეს ატანა აუტანელია, მაშინ ხდება მცირე კონფლიქტები, რომლებიც ჩვეულებრივი, ყოველდღიური ამბებია და, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება სწორედ ამ ჩვეულებრივობის გამო არ ახმაურებს და, ასე თუ ისე, ადგილზევე აგვარებს, მაგრამ ამ მასშტაბის კონფლიქტის მოგვარების წინაშე, რომელიც ახლახან ვიხილეთ, ცენტრალური ხელისუფლებაც კი უძლური აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, კონფლიქტის ჩაცხრობას, პრობლემის მოგვარება არ ჰქვია, თანაც, ამ წუთას იქ რა ხდება, არ ვიცი, რადგან “ ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის დნება, სიო სარკმლით მონაბერი” დმანისის ამბავს არ მეუბნება და ამიტომ ვარაუდების დონეზე განვაგრძობ წერას…

მოძმეაზერბაიჯანელები იქით დავითგარეჯის წმინდა ლავრასგვაწერენ”. ისე, რომ ხელისუფლებიდან ხმის ამოღებას ქიზიყელი პრემიერიც ვერ ბედავს. ჰოდა, საქართველოს ხელისუფლება არ ჰყავს და იქით დავითგარეჯას წავიღებ, აქეთ _ დმანისს, რატომაც არა?! აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დმანისში მიმდინარე პროცესებს ოპერატიულად გამოეხმაურა, რითაც, სხვა ყველაფერთან ერთად, რაზედაც ქვემოთ გვექნება საუბარი, საქართველოს ხელისუფლებას უთხრა, რომ აზერების ბატონპატრონი საქართველოსისტორიული მეგობარითურქეთია და, აქედან გამომდინარე, ბაქოს საქართველოში მცხოვრები თანამემამულეების დაცვა არ გაუჭირდება, რადგანაც ქართველები ობოლი ერი, უპატრონო ქვეყანა ვართ.

სვანებმა დმანისის ცენტრში ჯვარი აღმართეს და ლოცვა აღავლინეს
სვანებმა დმანისის ცენტრში ჯვარი აღმართეს და ლოცვა აღავლინეს

სამაგიეროდ ე.წ. კოლექტიური დასავლეთის ყველა ელჩმა ამ დღეებში ლგბტ-ტრანსგენდერთა ზეიმის უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფა უბრძანა ქოც-ნაცების ხელისულება-ოპოზიციას და წერილობით დოკუმენტს უკლებლივ ყველა ლიბერასტულმა პარტიამ დიდი ხალისით მოაწერა ხელი. გარყვნილთა ზეიმს წინააღმდეგობა გაუწია საქართველოს დედა-ეკლესიამ, რომლის სინოდის ღირსეულმა წევრებმა და, საზოგადოდ, ყველა პატიოსანმა ღვთისმსახურმა, ფუი, ეშმაკის ძახილითა და აიაზმის პკურებით მოიარეს დედაქალაქი.

გასული კვირის ღირშესანიშნავი მოვლენა ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლის წარდგენა იყო, რომელიც ალექსანდროვის ბაღში გაიმართა. ამის შესახებ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ პატარა ბავშვივით გული ამიჩუყდა, როდესაც ლევან ვასაძე სცენაზე თავის 8 შვილთან (!) ერთად ავიდა. კიდევ ერთ რამეს, მინდა, გავუსვა ხაზი _ დამსწრე საზოგადოება ფრიად აგრესიულად იყო განწყობილი ლიბერასტული ტელევიზიების, უპირველესად ტვ პირველის მიმართ და, როგორც აღმოჩნდა, არცთუ უსაფუძვლოდ _ საღამოს, როდესაც მათ მიერ გადაღებულ, ძუნწად გაკეთებულ სიუჟეტს ვუყურე, წამყვანმა ისეთი ტყუილი დაახეთქა, ჯერ მოტვლეპილ თავზე თმები ამომივიდა და შემდეგ ამოსული ყალყზე დამიდგა: ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ მხოლოდ “პატრიოტთა ალიანსსა” და “ქართულ მარშთან” ვითანამშრომლებო.

არადა, იმ დღეს ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა!

ისე კი, დავით თარხანმოურავის “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” (აბრევიატურით სპა _ ძველქართულად ჯარი) და ლევან ვასაძის “ერთობა, რაობა, იმედის” (აბრევიატურით ერი) გაერთიანების ბევრ მსურველს ვიცნობ. რადგანაც ამ ღვთისმოშიშ ლიდერებსა და მათ პარტიებს ერთი იდეოლოგიის ელექტორატი ჰყავთ და არჩევნებში ცალ-ცალკე გასვლის შემთხვევაში ერთმანეთს წაართმევენ ხმებს, რაც, ბუნებრივია, ქოც-ნაცების წისქვლზე დაასხამს წყალს.

რაც შეეხება “ქართული მარშის” ლევან ვასაძთან დაკავშირებას, ეს “ტვ პირველის” ე.წ. პიარტექნოლოგებმა ლევან ვასაძის მარგინალიზაციისთვის გააკეთეს…

ვნახოთ რა, როგორ და როდის იქნება _ ქართველ საზოგადოებას დავით თარხან-მოურავის და ლევან ვასაძის გონიერების იმედი აქვს.

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here