Home სხვადასხვა დაიჯესტი კონტემ შეურაცხმყოფელი უწოდა პოლიტიკური სარჩულის ძებნას რუსეთის მხრიდან იტალიის დახმარებაში

კონტემ შეურაცხმყოფელი უწოდა პოლიტიკური სარჩულის ძებნას რუსეთის მხრიდან იტალიის დახმარებაში

1091
კონტემ შეურაცხმყოფელი უწოდა პოლიტიკური სარჩულის ძებნას რუსეთის მხრიდან იტალიის დახმარებაში

იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ ძალიან შეურაცხმყოფელი უწოდა ნართაულად ნათქვამს იმის თაობაზე, რომ თითქოს რუსეთმა პირობები წამოუყენა იტალიელებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების სანაცვლოდ.

“ეს შეურაცხყოფაა იტალიის მთავრობისთვის _ ფიქრობდე, რომ დახმარებამ, რომელსაც ჩვენ რუსეთისგან, ჩინეთისგან ან სხვა ქვეყნისგან ვიღებთ, შეიძლება გავლენა იქონიოს იტალიის გეოპოლიტიკურ პოზიციაზე. ეს დიდი შეურაცხყოფაა, და არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ვლადიმერ პუტინისთვისაც”, _ განაცხადა კონტემ “ბი-ბი-სი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში. კონტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დახმარებას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ უდევს.

მე მასთან (პუტინთან _ ..) ხანგრძლივად ვისაუბრე ტელეფონით და მას არასოდეს უცდია ამ დახმარების გამოყენება ზეგავლენის ბერკეტად, როცა სოლიდარობა გამოუცხადა იტალიას. ეს არასოდეს გვითხოვია, არც კი გვიფიქრია”, _ დასძინა იტალიის პრემიერმა.

უფრო ადრე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ რუსეთის დახმარებას სოლიდარობის ჟესტი უწოდა.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here