Home ახალი ამბები მსოფლიო კონვენცია კასპიის ზღვის სტატუსის შესახებ _ ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი

კონვენცია კასპიის ზღვის სტატუსის შესახებ _ ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი

1566
კონვენცია კასპიის ზღვის სტატუსის შესახებ _ ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი

12 აგვისტოს ყაზახეთის აქტაუში რუსეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთისა და ირანის ლიდერების შეხვედრაზე ხელი მოაწერეს კასპიის ზღვის კონვენციას, რომელზეც მუშაობა 22 წელიწადს გრძელდებოდა.

ექსპერტების აზრით, კონვენცია შეიძლება შეფასდეს, როგორც რევოლუცია, როგორც საერთაშორისო სამართალში შეტანილი უდიდესი წვლილი.

კასპიის ზღვის სტატუსის კონვენციის თანახმად, წყლის ზედაპირის ძირითადი ფართობი მხარეთა საერთო სარგებლობაში რჩება, ფსკერსა და წიაღისეულს კი მეზობელი სახელმწიფოები გაინაწილებენ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე ურთიერთშეთანხმებით დაყოფილი ნაკვეთების მიხედვით. ნაოსნობა, თევზჭერა, სამეცნიერო კვლევები და მაგისტრალური მილსადენების გაყვანა განხორციელდება მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმებით. მასშტაბური საზღვაო პროექტების რეალიზაციისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ეკოლოგიური ფაქტორი.

კონვენციის მიხედვით, კასპიის რეგიონში დაუშვებელია არარეგიონული სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების არსებობა. კასპიისპირა სახელმწიფოებს პასუხისმგებლობა ეკისრება ზღვაზე უსაფრთხოების დაცვისა და მისი რესურსების მმართველობის საკითხებზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here