Home ახალი ამბები მსოფლიო კონგრესმენი, რომელიც ტრამპს რუსეთთან გარიგებაში ადანაშაულებდა, ჩინელ ჯაშუშთან ურთიერთობაში ამხილეს

კონგრესმენი, რომელიც ტრამპს რუსეთთან გარიგებაში ადანაშაულებდა, ჩინელ ჯაშუშთან ურთიერთობაში ამხილეს

1230
კონგრესმენი, რომელიც ტრამპს რუსეთთან გარიგებაში ადანაშაულებდა, ჩინელ ჯაშუშთან ურთიერთობაში ამხილეს

აშშის დაზვერვის მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკელ კონგრესმენს, დაზვერვის კომიტეტის წევრ ერიკ სვოლველს სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა ჩინელ ჯაშუშთან, _ იუწყება Fox News და დასძენს, რომ სვოლველი თავს მიიჩნევდა უცხო ქვეყნის ჩარევის გამოვლენის სპეციალისტად და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთთან გარიგებაში ადანაშაულებდა.

ჩინეთის დაზვერვის აგენტმა ფონ ფანმა ან როგორც ის აშშ-ში ჩასვლის შემდეგ თავს უწოდებდა, კრისტინ ფანმა გავლენა მოიპოვა დემოკრატიული პარტიის წევრებზე კალიფორნიაში. ის “ამუშავებდა” რამდენიმე დემოკრატს, რომლებსაც სახელმწიფო პოსტები ეკავათ. ესენი იყვნენ ე.წ. შუა დასავლეთის ქალაქების მერები. მათთან კრისტინ ფანს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. ფანმა, აგრეთვე, გააბა კავშირი მაღალჩინოსან ერიკ სვოლველთან, რომელიც აშშ-ის კონგრესის წევრია. არის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წევრი და ხელი მიუწვდება ქვეყნის საიდუმლო მასალებზე.

ფანისა და სვოლველის ურთიერთობა 2012 წელს დაიწყო. ფანი საფარველად კოლეჯს იყენებდა. სვოლველი სან-ფრანცისკოს საქალაქო საბჭოს წევრი იყო, როცა ის ფანს შეხვდა. ფანმა სხვადასხვა წყაროდან დაიწყო მისთვის თანხების შეგროვება, პოლიტიკური კარიერის გაკეთებაში რომ დახმარებოდა.

ფანის სადაზვერვო საქმიანობაზე ბევრი ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ ცნობილია, რომ მან მოახერხა აშშ-დან ჩინეთში გაქცევა, როცა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოძიება დაიწყო. ერიკ სვოლველის სახით ჩინეთის მთავრობას კარგი ლობისტი და შუამავალი ჰყავდა. სვოლველი კონგრესის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელია, შარშან კენჭს იყრიდა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე დემოკრატიულ პარტიაში. ერიკ სვოლველი საიმედო წყარო იყო ჩინური სახელმწიფო პროპაგანდისთვის. არადა, თავს უცხო ქვეყნის ჩარევის გამოვლენის ექსპერტად მიიჩნევდა და წლების განმავლობაში ტრამპს რუსეთთან გარიგებაში ადანაშაულებდა.

ru-an.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here