დანაშაული მოხდა სირიის რაკას პროვინციის გათავისუფლებისას. ეს არის აღნიშნული სირიაში ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხებში გაეროს დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის მიერ გავრცელებულ მოხსენებაში.
2017 წლის მარტიდან ივლისამდე პერიოდში განხორციელებული გამოძიებისას გაირკვა, რომ ამ თვეების განმავლობაში 190 ათასი ადამიანი იძულებული შეიქნა, დაეტოვებინა საცხოვრებელი ავიადარტყმების გამო, კიდევ 20 ათასი ადამიანის ბედი გაურკვეველია, რადგან ისინი რაკაში არიან და გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
სამართალდამცველთა თქმით, კოალიციის სამხედრო შენაერთებმა არ განახორციელეს საჭირო ღონისძიებები მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად და ინფრასტრუქტურის დასაცავად ალ-ჯინახში მეჩეთზე თავდასხმისას.
საერთაშორისო კოალიციის სარდლობამ 1 სექტემბერს აღიარა, რომ აგვისტოში სირიასა და ერაყში დაიღუპა 61 მშვიდობიანი მოქალაქე. ამასთანავე, სირიის სააგენტო SANA-მ განაცხადა, რომ 21 აგვისტოს დღე-ღამის განმავლობაში რაკაში დაიღუპა 78 მშვიდობიანი მცხოვრები. თავდასხმის შედეგად სერიოზულად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და საქალაქო ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტი.
ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიაზე დაყრდნობით, “როიტერმა” განაცხადა, რომ 21 აგვისტოს ქალაქის დაბომბვის შედეგად, სულ ცოტა, 42 მცხოვრები დაიღუპა.