Home რუბრიკები საზოგადოება “კოაბიტაციამ შხამიანი ნაყოფი გამოიღო!”

“კოაბიტაციამ შხამიანი ნაყოფი გამოიღო!”

1515
გურამ საღარაძე

რუბრიკის _ “ხმა ერისასტუმრები არიან ლეგენდარული ქართველი ვეტერანი მოჭიდავეები _ გურამ საღარაძე და ზარბეგ ბერიაშვილი.

ფაშისტებზე უარესები არიან ესენი. ჰიტლერელები არიული ნაციის გაბატონებას აპირებდნენ სხვა სახელმწიფოების დამონების გზით. ავადმყოფი ნაცები კი ჩვენი ერის ამოძირკვას ცდილობდნენ და არც ახლა აუღიათ ამაზე ხელი

გურამ საღარაძე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ვიცეჩემპიონი, ევროპის, სსრ კავშირისა და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული:

_ არეულობა, რომლის მოწმენიც ვართ ამ დღეებში, ნაციონალების მოწყობილია, საბაბად გაუბედურებული მამის ტრაგედია გამოიყენეს. ეს უკვე აშკარაა და ამას არც მალავენ მიხეილ სააკაშვილის დამპალი რეჟიმის ნარჩენები.

“ნაციონალური მოძრაობა” ხალხის მტრების ორგანიზაციაა. ქრისტიანობის მტრები არიან. ჩვენი ეროვნული ფასეულობების, ჩვენი ტრადიციების ამოშანთვისთვის იბრძოდნენ, როცა ხელისუფლების სათავეში იდგნენ და ახლაც გაცოფებულები იმავეს აკეთებენ. გაგვიძნელდა მათი ავკაცობითა და ანტიხალხური პოლიტიკის შედეგად ქვეყნის განვითარებისთვის მიყენებული ზიანის გამოსწორება.

გახსნეს პანდორას ყუთი და ჩვენი სამშობლო ბოროტებითა და უზნეობით დააავადეს.

ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ უნდა მოხდეს მათი დენაციფიკაცია ისე, როგორც იმ ქვეყნებში გააკეთეს, რომლებშიც ფაშიზმი ბობოქრობდა.

ფაშისტებზე უარესები არიან ესენი. ჰიტლერელები არიული ნაციის გაბატონებას აპირებდნენ სხვა სახელმწიფოების დამონების გზით. ავადმყოფი ნაცები კი ჩვენი ერის ამოძირკვას ცდილობდნენ და არც ახლა აუღიათ ამაზე ხელი.

კოაბიტაციამ, დღეს უკვე საბოლოოდ გამოჩნდა, არათუ არ გაამართლა, არამედ შხამიანი ნაყოფი გამოიღო _ ძალა მოიკრიბა, გათავხედდა და ტელეეკრანებზე გამოჩნდნენ როლანდ ახალაია _ სააკაშვილის სისხლიანი პროკურატურის ყველაზე საზიზღარი ნიმუში და ბოროტმოქმედი შვილების აღმზრდელი მამა; გურამ დონაძე _ ვანო მერაბიშვილის ხელისბიჭი და უდანაშაულო ახალგაზრდების დახოცვის “გამპრავებელი”, ორიენტაციააღრეული ადამიანი. მათნაირი მანქურთები, სამართალი თუა, ციხის კედლებს უნდა ხეხავდნენ.

ვინმეს თუ ჰგონია, რომ ხალხს ნაცების შავბნელი საქმეები დაავიწყდა, ძალიან ცდება: სისხლიანი აქციები დღისით-მზისით, ჯიხურის სახურავზე შემოდებული გვამები და ორი გვამის მოთხოვნა, ზღვაში დახრჩობა მათთვის არასასურველი ადამიანების… ესენი ცდილობენ ქვეყნის სათავეში დაბრუნებას, თავიანთი სისხლიანი რეჟიმის ჩვენთვის თავს მოხვევას.

არ გამოვა!

ქართველი ქრისტიანი ხალხი და მათთან ერთად სხვა კონფესიების წარმომადგენელი ჩვენი მოქალაქეები ერთად აღვდგებით ამ ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ, გამოვალთ და ძირფესვიანად გავანადგურებთ მათ!

ვერ შეძლებენ, ეს უბედურები, ხუთიათასწლოვანი საქართველოს დამონებას!

ვის სჭირდება ამდენი არასამთავრობო, ამდენი სოროსისტი, ფაროსანასავით რომ გადაძოვეს ქვეყნის იდენტურობა, ჩვენი მეობა და რომლებსაც ისე შესციცინებს ჩვენი ელექტრონული მედია, როგორც ოქროსმაძიებლები თვითნაბად ოქროს შორეულ კლონდაიკში.

ნაძირალები!

ერთსაც დავუმატებ: ვერაფრით გავამართლებ, მეტროპოლიტენის მემანქანეთა გაფიცვას, რომელიც მაინცდამაინც ამ ურთულეს სიტუაციაში მოაწყვეს ხელფასების 45-პროცენტით გაზრდის მოთხოვნით.

თქვენი ავტორიტეტული გაზეთის მეშვეობით ვთხოვ ბატონ ბიძინას, კიდევ ერთხელ გამოგვიყვანოს კატასტროფული მდგომარეობიდან, რომელშიც დღეს აღმოვჩნდით, ხოლო ჩემს თანამემამულეებს შევახსენებ გალაკტიონის უკვდავ სტრიქონებს:

ჰე, მამულო, გრძნობა შენი მოვლისა

მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია.

სანამ გმირმა შენთვის სული დალია,

სთქვა: “სამშობლო უპირველეს ყოვლისა!”

კანონი უნდა კანონობდეს! ისე არ უნდა იყოს, რომ, თუ დასავლეთს მოსწონს, რაც გინდა, დააშავე, პასუხს არავინ მოგთხოვს; თუ არ მოსწონს, რაც გინდა, კარგი გააკეთო, მაინც უვარგისი ხარ

გაზეთის გამოსვლის წინა დღეს რედაქციას ეწვია ლეგენდარული მოჭიდავე, საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი და .. ზარბეგ ბერიაშვილი.

_ უწინარეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ძალიან განვიცადე “საქართველო და მსოფლიოს” მთავარი რედაქტორის, ახალგაზრდა კაცის _ ირაკლი თოდუას უდროო გარდაცვალება. თქვენი გაზეთი ერთ-ერთია თითებზე ჩამოსათვლელ გაზეთებს შორის, რომლებიც სიმართლეს ამბობენ. 79 წლისა ვხდები და იმას მაინც ვარჩევ, სადაა სიმართლე და სად _ ტყუილი.

ტელევიზიებში უარესი მდგომარეობაა. ერთი ტელევიზია მაჩვენეთ, რომელიც მოსყიდული არ არის. დღეს არაფერი იმალება!

თქვენს რედაქციაში მოვედი იმიტომ, რომ ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ თბილისში შექმნილ მდგომარეობაზე.

მაგრამ ჩემს ნათქვამს, ისევე, როგორც სხვა ჩვენი თანამოქალაქეების ნათქვამს, პრესის ფურცლებზე დაბეჭდილს, ფასი უნდა ჰქონდეს, რეაქცია უნდა იყოს აღმასრულებელ თუ ხელისუფლების სხვა შტოებში მოღვაწე მოხელეთა მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფასი ეკარგება და საკონსტიტუციო დებულება “ხელისუფლების წყარო ხალხია” ფიქცია ხდება.

უამრავი ასეთი მაგალითის მოტანა შემიძლია, უფრო მეტს თქვენი გაზეთის მკითხველები დაუმატებენ. მხოლოდ ერთ კონკრეტულ მაგალითს დავასახელებ, რომელიც უშუალოდ თქვენს გაზეთთან არის დაკავშირებული.

ერთი თვის წინათ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციამ ასეთი წინადადებით მიმართა ქვეყნის ხელისუფალთ:

გაზეთისაქართველო და მსოფლიომიესალმება ხელისუფლების ინიციატივას ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის კამპანიის დაწყების შესახებ. ჩვენი მკითხველების სახელით გამოვდივართ ინიციატივით, “ბასიანისშენობას აღვუდგინოთ თავდაპირველი ფუნქცია და ვაქციოთ იმ პირველ ჯანმრთელობის კერად, რომელიც მთავრობის ამ ინიციატივის ფარგლებში შეიქმნება. მიგვაჩნია, რომლაღიძის წყლებისფართობის გამოსყიდვის სურვილის შემდეგ ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც ხაზს გაუსვამს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პატრიოტულ ხასიათს და დაგვანახვებს, რომ მთავრობა, ლოზუნგების გენერირების გარდა, მათი რეალიზაციის პრაქტიკულ რეალიზებაზე გადავიდა”.

რეაქცია მთავრობის მხრიდან _ ნულის ტოლი. არადა, პრობლემა სერიოზული იყო და აღნიშნული კონკრეტული შეთავაზება უთუოდ შეეხიდებოდა, გარკვეულ წილად მაინც, საერთო პრობლემის გადაწყვეტის საქმეს. მით უფრო, იმ შემთხვევაში, როცა მთავრობა გამოვიდა ქვეყანაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ინიციატივით, ხოლო სპორტული ნაგებობების ქსელის გაფართოება და არსებულის ათვისება ამ ინიციატივის ერთ-ერთ მთავარ შემადგენლად გამოცხადდა.

ასეთი უგულისყურობა მაფიქრებინებს: ზედმეტად თავდაჯერებული ხომ არ არის ჩვენი მთავრობა?

ავიღოთ სხვა ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი. მითხარით, რომელია დალაგებული? _ არც ერთი. ხალხისთვის სასიკეთოდ _ არც ერთი!

მაგალითად, კადრების პრობლემა: თვითონ ნიშნავენ, თვითონვე მიუქსევენ კრიტიკოსებს და თვითონვე უკარგავენ ავტორიტეტს.

უავტორიტეტო ხელმძღვანელმა როგორ უნდა იმუშაოს?! ცოტაა ასეთი მაგალითი? ცოტა არ არის, თანაც ისეთ უმაღლეს დონეზე, როგორიც პრემიერმინისტრის, პროკურორის, დედაქალაქის მერის თანამდებობებია. მინისტრების გაუთავებელ შეცვლაზე აღარაფერს ვამბობ.

მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვა, რომელიც თბილისში გართულებულ ვითარებას დაამთხვიეს, ვისი ორგანიზებულია და ვის წინააღმდეგ იყო მიმართული?

ხელფასების 45 პროცენტით გაზრდა მოითხოვეს, რაც, ჩემი აზრით, მოშლილი ეკონომიკის პირობებში შეუძლებელია. თანაც, ხელფასებს, რომლებიც 1800 ლარი მაინც არის, მიზერულს ვერ უწოდებ. ამდენი კი არა, 3 ათასიც რომ იყოს, ცოტაა, განა არ ვიცით, მაგრამ სად უნდა იპოვონ ეს რესურსი? სახელმწიფო ვერაფერს მისცემს, ისევ ხალხისგან უნდა ამოიღონ, ანუ მგზავრობის ღირებულების გაძვირებით. ახლა მითხარით: ხალხის წინააღმდეგ გაიფიცნენ თუ არა მეტროპოლიტენის მემანქანეები?

გაფიცვით, ეჭვიც არ მეპარება, დაინტერესებულმა ძალებმა კახა კალაძის მდგომარეობის შერყევა მოინდომეს, რომელმაც თავისი მოღვაწეობა მერის თანამდებობაზე წარმატებით დაიწყო _ მოსახლეობისთვის სასარგებლო ღონისძიებები განახორციელა.

შედეგმა, რომელიც ამ აქციას მოჰყვა, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეები დააზარალა _ აირდაირია საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა, გადაიტვირთა ავტობუსები, ჩვენს თანაქალაქელებს დასაქმების ადგილებზე მისვლა დაუგვიანდათ და .. და .. ამას დისკომფორტის შექმნას ვერ დაარქმევ, ეს უარესია და ბიძგია კატასტროფისკენ. დედაქალაქელების უკმაყოფილება ნიშნავს, რომ ეს გაფიცვა დემოკრატიულობის დემონსტრაცია კი არა, ხალხის გაღიზიანების გამოწვევის აქტიური საშუალებაა.

მაჩვენეთ, სად არის საქართველოს სახელმწიფო უშიშროება. ვითომ ის არის, რომლის ხელმძღვანელსაც ამერიკის ელჩი თავისთან დაიბარებს და იმას აკეთებინებს, რასაც პატრონები უბრძანებენ?!

სისტემა უნდა დაინგრესო, _ მოითხოვენ რუსთაველზე გამართული აქციის მონაწილები. რომელი სისტემის დანგრევას აპირებენ, რომელსაც თითქმის 3 ათწლეულია, ქმნიან ამერიკელები?!

ტლუ კაცი ტყუილს რომ იტყვის, ცუდია; ასეთი საქციელი განათლებული კაცისგან უარესია. უვიცის უაზრობაზე გაგეცინება, პროგრესულობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანის ახირებულობა კი ხალხის მტრობაა. საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის, განცხადების შემდეგ, ჩემს შვილს პატრიოტობას ვერ მოვთხოვო, რა უნდა თქვას რიგითმა მოქალაქემ? არ მიკვირს, რომ ასეთი განწყობილება ხალხშიც ვრცელდება.

პარლამენტის თავმჯდომარეები (ყოფილი თუ ახალი) რომ იტყვიან, ქართული ცნობიერება რა არის, არ ვიცითო, მოდი და ელაპარაკე ქართული სახელმწიფოს მშენებლობაზე, ეროვნულ ღირებულებებზე.

როცა პრეზიდენტი შეკითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად განაცხადებს: მაცალეთ, ჯერ ჩვენს პარტნიორებს დავეკითხები და ჩემს პოზიციაზე შემდეგ ვილაპარაკებო, ამაზე აშკარა თვითლუსტრაცია წარმოუდგენელია.

სადაა ჩვენი ინტელიგენცია? რატომ არ გვესმის მისი ხმა?

_ ინტელიგენციის ის ძველი თაობა წასულია, ახალი არ ჩანს. ახალი ფორმაციის შექმნას წლები დასჭირდება.

_ წლები დასჭირდება, მაგრამ დრო არ ითმენს _ მთავრობა ვერ ხელმძღვანელობს ქვეყანას, პარლამენტიც ვერ იყენებს მისთვის მინიჭებულ უფლებებს. დარჩა ქვეყანა ქუჩის აქციების ორგანიზატორებისა და დიდ ფულად დაქირავებული ადვოკატების გავლენის ქვეშ, რომლებსაც ყველა ტელევიზიის კარი ღია აქვთ.

ავტორიტეტული სიტყვა სჭირდება ხალხს, თორემ სააკაშვილის ზონდერი და საიდუმლო სამსახურებრივი ინფორმაციის ნაცებისთვის მიწოდების გამო (რაც კანონის უხეში დარღვევაა) პოლიციიდან გაგდებული, ყვირილისგან ხმაჩახლეჩილი კაცი ტელეეკრანიდან სამართლიანობის აღდგენისკენ რომ მოგვიწოდებს და “ახალ მთავრობაში” ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავებისთვის ემზადება, იმას უსაზღვროდ აღგზნებული დემონსტრანტიც ვერ ენდობა.

_ არადა, ყურს უგდებენ და ტაშსაც უკრავენ.

_ ასეთია ბრბოს ფსიქიკის თავისებურება.

ამერიკა და დასავლეთი გვიკარნახებს, როგორ უნდა ვიცხოვროთ. ლამის დამლაგებელი ვერ მიუღიათ სამუშაოზე ამერიკის ელჩთან შეუთანხმებლად.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანების მკვლელობაში ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს, მაგრამ ქართველი ხალხი რა შუაშია?! რატომ ურთულებენ მას ისედაც გაუსაძლის ყოფას?!

კანონი უნდა კანონობდეს! ისე არ უნდა იყოს, რომ, თუ დასავლეთს მოსწონს, რაც გინდა, დააშავე, პასუხს არავინ მოგთხოვს; თუ არ მოსწონს, რაც გინდა, კარგი გააკეთო, მაინც უვარგისი ხარ.

როდემდე უნდა ვიცხოვროთ ასეთი ორმაგი სტანდარტით?! ამაზე ხალხი ხმას რომ არ იღებს, იმიტომაც არის ასე.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here