Home ახალი ამბები მსოფლიო კისინჯერი: რუსეთს ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარება შეუძლია

კისინჯერი: რუსეთს ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარება შეუძლია

1267
ჰენრი კისინჯერი

ცნობილმა ამერიკელმა სტრატეგმა ჰენრი კისინჯერმა მარგარეტ ტეტჩერის სახელობის ლონდონის კონფერენციაზე გამოსვლისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის საგარეო პოლიტიკა შეაფასა.

კისინჯერის გამოსვლის დედააზრი საკმაოდ მარტივად გასაგები იყო: დასავლეთს რუსეთი ყოველთვის მიბმული უნდა ჰყავდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ზედმეტად დამოუკიდებელი და საშიში გახდება, “აბსოლუტურად საშიშიც” კი. ამ შემთხვევაში, თქვა მან, კრემლი შეინარჩუნებს თანამშრომლობის რეჟიმს მეზობელ ქვეყნებთან, რომელთათვისაც რუსეთი “აბსოლუტურად უსაფრთხო” გახდება.

კრემლის ასეთი სტრატეგია კისინჯერმა შეადარა “1930-იანი წლების ევროპულ ნაციონალისტურ ავტორიტარიზმს”, ანუ დე ფაქტო _ ფაშიზმს. ასეთი პროვოკაციული პოზიცია გამოიწვია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიტიკულმა განცხადებამ, რომლითაც აშშ-მა დაადანაშაულა ასადი “შეიარაღებული ოპოზიციის” წინააღმდეგ ქიმიური შეტევის მომზადებაში.

კისინჯერმა აღნიშნა, რომ აშშ-ისა და რუსეთის დაპირისპირება გაგრძელდება, როგორც სირიის, ასევე უკრაინის პრობლემების გამო. როგორც ჩანს, ამერიკული პოლიტიკის “ნაცრისფერი კარდინალი” ამ დასკვნამდე იმის გამო მივიდა, რომ კრემლმა არ მიიღო უკრაინის საქმეთა მოსაწესრიგებელი მისეული გეგმა: “ყირიმის აღიარება უკრაინის “ბლოკებგარეშე” სტატუსის აღიარებისა და “დონბასის უსაფრთხოების” სანაცვლოდ.

ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა რუსეთის “იმპერიულ ამბიციას”, რომლის მიზანია აღიარების მიღწევა “ერთდროულად ევროპასა და მის საზღვრებს მიღმა”. კისინჯერმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია რუსეთის ლიდერობის საფრთხეს “ახალი მსოფლიო წესრიგის” შექმნის საქმეში.

ეს კი ნიშნავს, რომ მოსკოვს შეუძლია დასავლეთს წაართვას სტრატეგიული ლიდერობა მსოფლიოს ხელახალ ფორმირებაში “ცივი ომის” დასრულების შემდეგ.

კისინჯერის აზრით, მოსკოვი ისარგებლებს ევროკავშირსა და აშშ-ში პოლიტიკური არასტაბილურობით, რათა შეასუსტოს მსოფლიოში დასავლეთის გავლენა. სწორედ ამიტომ მოუწოდა პოლიტიკოსმა ვაშინგტონს, მოაგვაროს ურთიერთობა ჩინეთთან, რათა დააშოროს იგი მოსკოვს და ამით დაასუსტოს რუსეთის ევრაზიული ინტეგრაცია.

ჰენრი კისინჯერის საერთაშორისო ურთიერთობების ახალი რეცეპტი “მტრის მეგობრად მოქცევის” პრინციპით დასავლეთის გავლენის ორბიტაზე რუსეთის შენარჩუნებას ითვალისწინებს. კისინჯერი ადრეც ყოფილა რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობის გაუმჯობესების შუამავალი.

დღესაც მას უკავშირებენ პუტინსა და ტრამპს შორის მოლაპარაკების გამართვის საკითხს. თუმცა საეჭვოა, რომ რუსეთის მიმართ გამოთქმული მისეული ხისტი შეფასებები ხელს შეუწყობს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის განმუხტვას G-20-ის სამიტის წინ, რომელიც ჰამბურგში 7 ივლისს გაიმართება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here