Home სხვადასხვა დაიჯესტი კიმ ჩენ ინი საზოგადოებაში გამოჩნდა

კიმ ჩენ ინი საზოგადოებაში გამოჩნდა

1068
კიმ ჩენ ინი საზოგადოებაში გამოჩნდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი 1 მაისს 20 დღის განმავლობაში პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე _ მან ქალაქ სუნჩხონის სასუქების ქარხანა გახსნა. როგორც კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო იუწყება, იქ მას შეხვდნენ შეძახილებით: “ვაშა!”

“უმაღლესმა ხელმძღვანელმა, ამხანაგმა კიმ ჩენ ინმა პირადად გაჭრა ლენტი, რაც მშენებლობის დასრულებას ნიშნავდა”, _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა დაათვალიერა ქარხნის საამქროები, რომლებშიც იგეგმება ფოსფორისა და ფოსფორიანი სასუქების დამზადება.

ეს კიმ ჩენ ინის პირველი გამოსვლაა საზოგადოებაში 11 აპრილის შემდეგ. მისმა არყოფნამ ბაბუის, კიმ ირ სენის, დაბადების 108-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააჩინა ვარაუდები კორეის ლიდერის ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობის შესახებ.

მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here