Home სხვადასხვა დაიჯესტი კიევ-პეჩორის ლავრაზე შტურმს ხელი შეუშალა პუტინის მზადყოფნამ, დაიცვას მართლმადიდებლები

კიევ-პეჩორის ლავრაზე შტურმს ხელი შეუშალა პუტინის მზადყოფნამ, დაიცვას მართლმადიდებლები

1221
პუტინი

უკრაინაში მართლმადიდებლურ ტაძრებზე ნაციონალისტების შტურმი ჩაშალა რუსეთისა და პირადად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განსაკუთრებულმა ყურადღებამ უკრაინის ეკლესიაში შექმნილი ვითარების მიმართ.

13 ოქტომბერს მოსკოვში გაიმართა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილეს უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობის საკითხი.  ამით პუტინმა ყველას დაანახვა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ამ საკითხს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ სწორედ ამიტომ ვერ შედგა კიევ-პეჩორის ლავრაზე უკრაინელი ნაციონალისტების შტურმი, რომელიც უკვე გამოცხადებული იყო 14 ოქტომბერს. ამ დღეს უკრაინელმა რადიკალებმა და ნაციონალისტებმა კიევის ცენტრში ჩაატარეს მარში, რომელიც მიუძღვნეს ექსტრემისტული ორგანიზაციის _ ამბოხებულთა არმიის დაარსების დღეს. სხვადასხვა მონაცემით, ამ მარშის შემდეგ უკრაინელი ნაციონალისტები აპირებდნენ მოსკოვის საპატრიარქოს კიევის მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილ კიევ-პეჩორის ლავრაზე თავდასხმას და მის ხელში ჩაგდებას.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here