Home ახალი ამბები მსოფლიო კიევში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი ცემით მოკლეს

კიევში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი ცემით მოკლეს

551
კიევში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი ცემით მოკლეს

აშშის საელჩოს თანამშრომელი ქალი სანვერ ნიკაელო თავის ქალის მძიმე ტრავმით მიიყვანეს საავადმყოფოში. ექიმების დიდი ძალიხმევის მიუხედავად, ქალი გარდაიცვალა.

უკრაინის ეროვნული პოლიციის მონაცემებით, უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი კიევის შევჩენკოს რაიონის სარკინიგზო ხაზთან იპოვეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ სანვერ ნიკაელო ცემის შედეგად იყო ტრავმირებული.

“საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ ქალი ნაცემია 30-40 წლის მამაკაცის მიერ, რომლის სიმაღლეც 190-200 სმ-ია. გრძელდება მისი ძებნა”, _ ნათქვამია პოლიციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცნობაში. ერთ-ერთი გამოცემა კი წერს, რომ ნიკაელოს შეიძლება მატარებელი დაეჯახა.

iz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here