Home სხვადასხვა დაიჯესტი კიევი მინსკის შეთანხმებების შესრულებას შეუდგა

კიევი მინსკის შეთანხმებების შესრულებას შეუდგა

411
კიევი მინსკის შეთანხმებების შესრულებას შეუდგა

უკრაინის უმაღლესმა რადამ, მინსკის შეთანხმების თანახმად, მიიღო ყველა კანონი ამნისტიის თაობაზე.

მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული ამნისტიის განხორციელება შესაძლებელი იქნება დონბასში ხელისუფლების ლეგიტიმური ორგანოების არჩევნების შემდეგ, _ განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვასილი ბოდნარმა.

“უკრაინამ უკვე მიიღო ყველა საკანონმდებლო აქტი, რომლებიც აუცილებელია მინსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამნისტიის განსახორციელებლად. იგი (ამნისტია) შეიძლება ამოქმედდეს უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენის შემდეგ. გადაწყვეტილებას, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ამნისტიის გამოყენება, სასამართლო მიიღებს”, _ თქვა მან.

ბონდარმა დააზუსტა, რომ ამნისტია არ შეეხება სამხედრო დამნაშავეებს, ასევე მალაიზიური “ბოინგის” კატასტროფაში ბრალდებულებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here