Home ახალი ამბები კიევი: კადიროვი მოსიჩუკს მოკვლით ემუქრებოდა

კიევი: კადიროვი მოსიჩუკს მოკვლით ემუქრებოდა

815

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის მრჩეველი ივან ვარჩენკო რადის დეპუტატ იგორ მოსიჩუკზე თავდასხმაში რუსულ კვალს ხედავს.

მისი თქმით, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი 2014 წელს ამბობდა, რომ მოსიჩუკის და მისი კოლეგების მოკვლას აპირებს.

კიევში ტელეკომპანია “ესპრესოსთან” მოტოციკლი გუშინ აფეთქდა. დაიჭრა რადის დეპუტატი იგორ მოსიიჩუკი. დაიღუპა 2 ადამიანი.

აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. პოლიციის ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოტოციკლზე იყო დამონტაჟებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here