Home ახალი ამბები კიევი-თბილისის ავიარეისი ავარიულად დაეშვა

კიევი-თბილისის ავიარეისი ავარიულად დაეშვა

850

კიევი-თბილისის ავიარეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას “ინტერპრესინიუსი” ავრცელებს.

ავარიულად დაშვების მიზეზი სავარაუდოდ, თვითმფრინავის სამუხრუჭე სისტემის გაუმრთაობა გახდა.

სააგენტოს ინფორმაციით,  „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილმა თვითმფრინავმა თბილისის გარშემო 3-ჯერ დაუგეგმავად გააკეთა წრე. საბოლოოდ, 35 წუთის დაგვიანებით, თვითმფრინავი ბილიკზე ავარიულად, მაღალი სიჩქარით დაეშვა.

დაშვებისას სამუხრუჭე ფრთები არ გაშლილა.
თვითმფრინავს აეროპორტში სახანძრო და სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი და პოლიცია დახვდა.

ავარიულად დაშვების შედეგად არავინ არ დაზიანებულა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here