Home სხვადასხვა დაიჯესტი კიევის მახლობლად 14 წლის მოსწავლე თავისი ოჯახის წევრებს მოსაკლავად დაერია

კიევის მახლობლად 14 წლის მოსწავლე თავისი ოჯახის წევრებს მოსაკლავად დაერია

790
კიევის მახლობლად 14 წლის მოსწავლე თავისი ოჯახის წევრებს მოსაკლავად დაერია

ეს მოხდა კიევსვიატოშინსკის რაიონში, როცა 14 წლის ბიჭი შეეცადა, მოეკლა დეიდა, მისი ოთხი წლის ბიჭი და საკუთარი დედა, იუწყებოდა კიევის ოლქის ეროვნული პოლიციის პრესსამსახური 2 მარტს.

გაირკვა, რომ მოზარდი ცხოვრობდა თავის ნათესავებთან, რადგან დადიოდა კერძო სკოლაში, რომელიც მათ სახლთან ახლოს მდებარეობდა. დედა კიევში ცხოვრობდა.

კონფლიქტი ნათესავების დავას მოჰყვა. ყმაწვილმა აიღო სამზარეულოს დანა და დეიდას მკერდში ჩაარტყა.

ქალმა შეძლო ბიჭისთვის დანა ხელიდან გამოეგლიჯა, მაგრამ დისშვილი შევარდა სამზარეულოში და აიღო სხვა დანა და ნაჯახი.

დეიდა შინიდან გამოვარდა და დარეკა დასთან. მოსწავლემ ნაჯახის დარტყმით მობილური ტელეფონი გააგდებინა. შემდეგ გადაერთო 4 წლის დეიდაშვილზე, რომელსაც მრავალი ჭრილობა მიაყენა.

ამ დროს დედამ მოასწრო დაბრუნება. მოზარდი დედის დაჭრასაც შეეცადა. შემდეგ გაიქცა.

პოლიციამ ოპერატიულად დაადგინა მისი ადგილსამყოფელი და დააკავა. დაჭრილები საავადმყოფოში არიან მოთავსებული. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here