ეს მოდელი ეშლი მორგან სმიტლაინია. მან უჩივლა ამერიკელ მომღერალ მერილინ მენსონს (ბრაიან ჰიუ უორნერს) ადამიანებით ვაჭრობის გამო. ქალიშვილი იყო რიგით მეოთხე მომჩივანი, რომელმაც მუსიკოსის წინააღმდეგ გაილაშქრა, _ იუწყება Bolling Stone.
სმიტლაინმა აღიარა, რომ ორი წლის განმავლობაში მენსონი მასზე ძალადობდა. ქალიშვილის თქმით, მენსონი ორი წლის განმავლობაში სცემდა რეგულარულად, დანით აყენებდა ჭრილობებს, ასევე აიძულებდა, ეტარებინა შავი საცვალი კინოსტუდიის შენობაში. აუპატიურებდა მძინარეს. გაუტეხა ცხვირი და ა.შ. მათ შორის ახლო ურთიერთობა 2010 წლიდან 2013 წლის დასაწყისამდე გრძელდებოდა.
გავრცელებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ მენსონი სმითლაინს ფსიქოლოგიურად თრგუნავდა. ქალიშვილის ჩვენებით, მუსიკოსი ინახავდა მის შიშველ ფოტოებს, რომლებსაც შანტაჟისთვის იყენებდა.
ცნობილია, რომ მენსონის სადიზმზე ლაპარაკობდა სერიალ “ველური დასავლეთის ვარსკვლავი” ევან რეიჩელ ვუდიც. იგი აღნიშნავდა, რომ მუსიკოსმა მას “ტვინი გამოურეცხა” და “აიძულა, დამორჩილებოდა”. მენსონს უჩივლა ინგლისელმა მსახიობმა ესმე ბიანკომაც, ბრალად წაუყენა გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის ქმედება.