მსოფლიოს მოსახლეობის 1%-ს ფსიქოპათია. შესაბამისად, დიდია იმის შანსი, რომ თქვენს Facebook-მეგობრებშიც მოიძებნებოდეს ადამიანი, რომელიც გაუწონასწორებელი აზრებით იტანჯება.
businessinsider-მა ჩაატარა კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ამოვიცნოთ ფსიქოპათი ადამანები ჩვენი facebook-მეგობრების სიაში.
ისინი:
1)გამოირჩევიან ნარცისული შინაარსის პოსტებით;
2)ხსნიან ყალბ გვერდებს;
3)წერენ პროვოკაციული შინაარსის სტატუსებს;
4)გადაჭარბებულად ბევრს წერენ პოლიტიკურ თემებზე;
5)აგრესიულად ცდილობენ, სხვებიც დააჯერონ საკუთარ მოსაზრებებში;
6)წერენ ცინიკურ პოსტებს;
7)კიდევ ერთი ნიშანი ძალიან მოკლე სტატუსებისა და კომენტარების წერაა;
8)ფსიქოპათიას, შესაძლოა, ავლენდნენ თქვენი ხანდაზმული ნათესავებიც, რომლებიც თქვენი პოსტების ქვეშ მუდმივად გარიგებენ ჭკუას და გამუდმებით გაძლევენ შენიშვნებს.
კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ სოციალურ ქსელში ფსიქოპათიის ნიშნებით მამაკაცები უფრო ხშირად გვევლინებიან, ვიდრე – ქალები.