Home ახალი ამბები საქართველო კვლევა: საქართველოს დამატებით 100-ზე მეტი მოსამართლე სჭირდება

კვლევა: საქართველოს დამატებით 100-ზე მეტი მოსამართლე სჭირდება

853
კვლევა: საქართველოს დამატებით 100-ზე მეტი მოსამართლე სჭირდება

საქართველოში მართლმსაჯულების პროცესი შეუფერხებლად რომ მიმდინარეობდეს, კვლევის თანახმად, სასამართლო სისტემაში დამატებით დაახლოებით 100 მოსამართლეა საჭირო, _ განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ კვლევისმოსამართლეთა საჭირო რაოდენობა საქართველოშიშეფასებისას.

დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში საქმეების გადატვირთულობის აღმოფხვრის მიზნით მოსამართლეთა რაოდენობა 310-დან 450-მდე უნდა გაიზარდოს.

“ძალიან მნიშვნელოვანია ეს კვლევა საერთო სასამართლოების სისტემისთვის და ამ შედეგების მიხედვით ჩვენ უნდა დავგეგმოთ მომავალი მოქმედებები, როგორ უნდა მოხდეს მოსამართლეთა რიცხვის გაზრდა”, _ განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here