Home ახალი ამბები კვლევა: დღეში ერთი ღერი სიგარეტი, გულის შეტევის რისკს 30%-ით ზრდის

კვლევა: დღეში ერთი ღერი სიგარეტი, გულის შეტევის რისკს 30%-ით ზრდის

1976
მწეველებთან დაკავშირებით ბრიტანელი მეცნიერების ახალი კვლევა, საკმაოდ შემაშფოთებელია.

კვლევის მიხედვით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად, მწეველებმა თამბაქოზე უარი მთლიანად უნდა თქვან და არ შემოიფარგლონ მხოლოდ სიგარეტის რაოდენობის შემცირებით.
მეცნიერების თქმით, ასეთი ტიპის დაავადებებისთვის “არ არსებობს უსაფრთხო დოზა”.
კვლევას ჟურნალი BMJ აქვეყნებს.
ადამიანები, რომლებიც დღეში მხოლოდ ერთ ღერ სიგარეტს ეწევიან, გულის პრობლემის გაჩენის  50%-იანი შანსი აქვთ და 30%-ით ზრდიან ინსულტის რისკს.
კვლევის ანალიზმა აჩვენა, რომ 100 ადამიანს შორის, რომელიც დღეში 20 ცალ სიგარეტს ეწეოდა, გულის შეტევა საშუალოდ შვიდს დაუფიქსირდა.
მიუხედავად იმისა, რომ მათ შემდგომ სწრაფად შეწყვიტეს ბევრი მოწევა და დღეში 1 ცალი სიგარეტით შემოიფარგლეს, ამან მაინც გამოიწვია გულის შეტევა 100-დან 3 ადამიანის შემთხვევაში. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here