Home ახალი ამბები მსოფლიო კვიპროსის იერარქმა დაგმო ბართოლომეოსი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებისთვის

კვიპროსის იერარქმა დაგმო ბართოლომეოსი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებისთვის

1383
კვიპროსის იერარქმა დაგმო ბართოლომეოსი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებისთვის

კვიპროსის ეკლესიის გავლენიანმა იერარქმა, კილიკიისა და ტილირიის მიტროპოლიტმა ნიკიფორემ ნიქოზიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზებერობა და თანამედროვე სამყაროგამოსვლისას არ დამალა შეშფოთება იმის გამო, რომ პატრიარქმა ბართოლომეოსმა მხარი დაუჭირა არაკანონიკურ გადაწყვეტილებას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ამის თაობაზე იუწყება საბერძნეთის მართლმადიდებლური სააგენტო Romfea.

თავის გამოსვლაში მიტროპოლიტმა აღნიშნა: “შეშფოთებული ვარ ჩვენს მართლმადიდებლურ წიაღში დაავადებასავით გავრცელებული კრიზისის გამო, რომელიც წარმოიქმნა მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსის მიერ კიევის “რასკოლნიკური” მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების შედეგად”. მან, აგრეთვე, განაცხადა: “ამ ტრაგიკულმა განხეთქილებამ შეიძლება დაანაწევროს ერთიანი სხეული ქრისტესმიერი ეკლესიისა. დღეს ჩვენ განვიცდით მოვლენებს, რომლებიც, სამწუხაროდ, გვახსენებს 1054 წლის დიდ განხეთქილებას, რომელმაც გაყო მსოფლიო ქრისტიანობა დასავლელ კათოლიკეებად და აღმოსავლელ მართლმადიდებლებად. განხეთქილება ემუქრება მსოფლიო მართლმადიდებლობას”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here