Home ახალი ამბები კენიის მოქმედმა ლიდერმა განმეორებით არჩევნებშიც გაიმარჯვა

კენიის მოქმედმა ლიდერმა განმეორებით არჩევნებშიც გაიმარჯვა

კენიის მოქმედმა პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ, განმეორებით არჩევნებზე ხმების 98% მიიღო.

ამის შესახებ ინფორამციას BBC ავრცელებს.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაფულა ჩებუკატის განცხადებით, არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო, შესაბამისად “იმსახურებს ნდობას”.

კენიაში საპრეზიდენტო არჩევნები 8 აგვისტოს გაიმართა. შედეგები კი 13 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც გამარჯვება ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ მოიპოვა.
მისმა გამარჯვებამ ქვეყანაში არეულობა გამოიწვია.

1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ ისტორიაში პირველად საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხმის მიცემის დროს დაფიქსირებული დარღვევების გამო მიიღო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here