კიოტენში ულტრამემარჯვენეთა საპროტესტო მსვლელობა გაიმართა
გერმანიის ქალაქ კიოტენში 22 წლის გერმანელის მკვლელობის გამო ულტრამემარჯვენეების მარში გაიმართა. დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი. ისინი ავღანელი მიგრანტები არიან. დემონსტრაციის მონაწილეები არ გაჰყვიროდნენ ლოზუნგებს და არ არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. მათ ყვავილები მიიტანეს ბავშვების სათამაშო მოედანზე, სადაც კონფლიქტი მოხდა.
ამ დღეებში რამდენიმე მასობრივი აქცია გაიმართა კემნიცში. საპროტესტო აქციის საბაბი იყო მიგრანტების მიერ 35 წლის გერმანელის მკვლელობა.