Home ახალი ამბები მსოფლიო კემბრიჯის უნივერსიტეტის თანასწორობის სტუდენტური ჯგუფის ხელმძღვანელი: ყველა თეთრკანიანი რასისტია

კემბრიჯის უნივერსიტეტის თანასწორობის სტუდენტური ჯგუფის ხელმძღვანელი: ყველა თეთრკანიანი რასისტია

785
ჯეისონ ოსამადე ოკუნდაი

კემბრიჯის უნივერსიტეტის თანასწორობის სტუდენტური ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯეისონ ოსამადე ოკუნდაიმ მხარი დაუჭირა პოლიციის მიერ დაკავებული შავკანიანი ნარკომოვაჭრის გარდაცვალების გამო ორი დღის წინათ ლონდონში მოწყობილ ძალადობრივ არეულობებს, პოლიციასთან შეტაკებებს და განაცხადა, რომ ყველა თეთრკანიანი რასისტია.

“ყველა თეთრი ადამიანი რასისტია. თეთრი საშუალო კლასი, თეთრი მუშათა კლასი, თეთრი კაცები, თეთრი ქალები, თეთრი გეები, თეთრი ბავშვები _ ყველა ასეთია. ძალიან სასიამოვნოა იმის ყურება, როგორ უიმედოდ არიან თეთრკანიანი საშუალო კლასის წარმომადგენლები იმის გამო, რომ მათ მიერ კოლონიზებულ დალსტონში შავკანიანები პროტესტს გამოხატავენ”, _ დაწერა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” კემბრიჯის უნივერსიტეტის თანასწორობის ჯგუფის შავკანიანმა ხელმძღვანელმა.

ჯეისონ ოსამადე ოკუნდაი, კემბრიჯის უნივერსიტეტის ნიგერიული წარმოშობის 20 წლის სტუდენტი, ლონდონში დაიბადა და გაიზარდა. ის კემბრიჯის უნივერსიტეტის თანასწორობის ჯგუფის ლიდერია, რომლის მოვალეობაც რასიზმის, ნაციზმისა და სხვა სახის დისკრიმინაციულ გამოვლინებებთან ბრძოლაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here