Home სხვადასხვა დაიჯესტი კემბრიჯიდან გაძევებულმა მასწავლებელმა თავისი მოწოდება იმ სტუდენტი გოგონების შესახებ წიგნის დაწერაში იპოვა,...

კემბრიჯიდან გაძევებულმა მასწავლებელმა თავისი მოწოდება იმ სტუდენტი გოგონების შესახებ წიგნის დაწერაში იპოვა, რომლებსაც ეძალადებოდა

848
პიტერ პატჩინსონი

ხუთი წლის წინათ პიტერ პატჩინსონი კემბრიჯის კოლეჯ ტრინიტიჰოლის პროფესორობიდან გაათავისუფლეს თავის მოწაფე გოგონებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით. ესესაა გაირკვა, რომ გამოძიების პროცესში მან გამოსცა ეროტიკული წიგნი სტუდენტი გოგონების შესახებ.

გაძევების მიზეზი სტუდენტი გოგონების სარჩელი იყო. მათ განაცხადეს, რომ მასწავლებელი მათი მისამართით ორაზროვნად და უხამსად ხუმრობდა. ამით ისტორია არ დამთავრებულა _ 2019 წლის ბოლოს ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ პროფესორმა შეინარჩუნა საუნივერსიტეტო პრივილეგიები. საზოგადოების აღშფოთების შედეგად იგი მაინც გახდა იძულებული მიეტოვებინა კათედრა. სამართალმა პური ჭამა. ასე ჩანდა, მაგრამ 2020 წლის დასაწყისში ახალი დეტალები გამჟღავნდა.

ჟურნალისტურმა პორტალმა Tortoise-მა გაარკვია, რომ პატჩინსონმა მისი საქმის გამოძიების პროცესში ბარი ეიბლის ფსევდონიმით გამოსცა ეროტიკული რომანი “პირველად, ანუ ო-ლა-ლა!” ამ წიგნის სიუჟეტი აგებულია ახალგაზრდა კაცის _ პიტერის ყოფაზე, რომელიც არარსებული კოლეჯის სენტ-ბედლის სტუდენტია. მას ბრალს დებენ სექსუალური ხასიათის გამოხდომებში.

რომანის მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება სტუდენტ გოგონებს, რომლებიც გაერთიანებულები არიან სექსკლუბში “ქალწულები”. თითოეული მონაწილე ვალდებულია ყოველკვირეულად სექსუალური ურთიერთობა დაამყაროს ახალ მამაკაცთან, მათ შორის მასწავლებლებთანაც. ტექსტში ბევრჯერ არის წვრილად აღწერილი ინტიმური კავშირის მრავალსახეობა.

წიგნის ყდა ცალკე განხილვის საგანია. მასზე გამოსახულია ჰატჩინსონის ყოფილი სტუდენტი გოგონას ფეხების ფოტოსურათი. ერთ-ერთი იმათგანის, რომელმაც უჩივლა მასწავლებელს. და ეს რეალობა გამონაკლისი არ არის.

რომანში აღწერილია 2006 წლის სასამართლო პროცესი. ჰატჩინსონის ყოფილმა სტუდენტმა გოგონამ ელი პიემონტმა სარჩელი შეიტანა მოძალადე მასწავლებელზე. ქალიშვილმა, რომელიც ამჟამად უკვე 38 წლისაა, იცნო რომანში აღწერილი თავისი თავი, რაც, რა თქმა უნდა, არ მოეწონა.

“ის, რაც მან, ამ საცოდავმა ქალთმოძულემ გამოაქვეყნა, ბოდვაა და მას სრულ არარაობად წარმოაჩენს. მაგრამ ყველაზე მთავარი აქ მაინც ის არის, რომ ამ ნაჯღაბნის ავტორს წლების განმავლობაში სერიოზული თანამდებობა ეკავა და თრინიტი-ჰოლის სტუდენტებზე მბრძანებლობდა”, _ წერს ელი პიემონტი.

ჰატჩინსონმა აღიარა, რომ წიგნი მისი დაწერილია, მაგრამ ვერაფერ სათაკილოს მასში ვერ ხედავს. ავტორის აზრით, რომანი მხოლოდ გადმოსცემს “პროგრესულ დამოკიდებულებას ქალების მიმართ, რომლებიც სრულად არიან გათავისუფლებულნი”. რეალობასთან დამთხვევა კი გაამართლა იმით, რომ ყველა სახე მხოლოდ მხატვრული წარმოსახვის შედეგია და მათში პროტოტიპების ძებნა არ ღირს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here