Home ახალი ამბები საქართველო კელი დეგნანი – „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ მიერ გაკეთებულ...

კელი დეგნანი – „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს

35

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი მიიჩნევს, რომქართული ოცნებისლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ“.

კელი დეგნანს დღეს ჟურნალისტებმა შეკითხვით მიმართეს, ვის შეიძლება გულისხმობდეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „არაკეთილსინდისიერ მაღალჩინოსანში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს არასწორ ინფორმაციას აწვდის“, რაზეც ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა: „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერები ირაკლი კობახიძეარჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი გუშინ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში შეშფოთებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ “ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო”, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ.

“გუნდის თითოეული წევრისთვის გასაკვირი და შემაშფოთებელია განცხადებები და შეფასებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ვრცელდება.

მზად ვართ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ნებისმიერ ფორმატში დეტალურად განვიხილოთ პოლიტიკური შეთანხმების შინაარსი და მისი შესრულების მდგომარება, რაც საბოლოოდ ნათელს მოფენს სიმართლეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here