Home რუბრიკები საზოგადოება კახა მიქაია: ხალხი ისევ “ოცნებას” თუ აირჩევს, მხოლოდ იმიტომ, რომ მეორე მხარეს...

კახა მიქაია: ხალხი ისევ “ოცნებას” თუ აირჩევს, მხოლოდ იმიტომ, რომ მეორე მხარეს არის “ნაცმოძრაობა”

კახა მიქაია

სამეგრელოს მოსახლეობა სასოწარკვეთილია, ამბობს, რომ შიმშილი დაიწყება და 1990-იანი წლების სიდუხჭირე დაბრუნდება

ივანიშვილის უნიათო ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკური გულგრილობითა და უუნარობით დასავლეთ საქართველო მავნე მწერს, .. აზიურ ფაროსანას შეაჭამა და წელს, სულ ცოტა, ორი რეგიონი _ გურია და სამეგრელო _ შიმშილისთვის გაწირა. მიუხედავად ამისა, ნაცქოცური ბაკქანალია ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და ამერიმერის გაჩანაგების ფონზემეოცნებე ხელისუფლება”, თავის პოლიტიკურ მეორე ნახევარვარდოსნებთანერთად, საარჩევნო ტრიუმფისთვის ემზადება. ოლიგარქის შუბლისძარღვგაწყვეტილი შეგირდები მათივე უნიათობით გადამწვარგადაბუგულ და მავნე მწერის მიერ გადაჭმულ რეგიონებშიც უპირობო გამარჯვებას ელოდებიან _ შეხვედრებს შეხვედრებზე მართავენ და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენმილიარდერ ივანიშვილს, როგორც ჩანს, სხვისი ჭირი მართლა ღობის ჩხირი ჰგონია და გლეხის სატკივარი სასაცილოდ არ ჰყოფნის; იმის შიში კი, რომ ხალხი შეიძლება აჯანყდეს, საერთოდ, არ აქვს. ოლიგარქს, ეტყობა, არც იმის ეშინია, რომ არჩევნებში შეიძლება დამარცხდეს და ისევე აღმოჩნდეს პოლიტიკურ სანაგვეზე, როგორც მისი წინამორბედი; არ ეშინია იმიტომ, რომ არჩევნების ბედს ხალხს რეალურად არავინ ეკითხება; კიდევ იმიტომ, რომ დღეს პოლიტიკურ ველზე ქოცების ალტერნატივა, ფაქტობრივად, არ ჩანს.…როგორი ვითარებაა ამჟამად დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამერგელოში და რა განწყობებია მოსახლეობაში არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება მოძრაობადაიცავი საქართველოსერთერთი დამფუძნებელი კახა მიქაია.

_ ბატონო კახა, სამეგრელოს მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი თხილია, თუმცა წელს ეს შემოსავალი თითქმის მთლიანად განადგურდა. რა კეთდება ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რა ნაბიჯებს დგამს ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება?

_ რა ნაბიჯებიც უნდა იდგმებოდეს დღეს, ხელისუფლებამ უკვე დააგვიანა. განადგურებულია მოსახლეობის ძირითადი საარსებო წყარო _ თხილი, სიმინდი, ხილი, ბოსტნეული. ეს არის სრული კატასტროფა ამ რეგიონისთვის, რადგან მოსახლეობა განწირულია შიმშილისთვის. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ცხადია, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, იმიტომ, რომ მან ვერ უზრუნველყო ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების დროულად გატარება. სულ არ მაინტერესებს, რატომ ვერ უზრუნველყო და რის გამო, ფაქტია, რომ მოსახლეობა დატოვეს შემოსავლის გარეშე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: წლევანდელი ზამთარი სამეგრელოს მოსახლეობისთვის იქნება უმძიმესი, თუმცა არა მხოლოდ სამეგრელოსთვის, სრულიად საქართველოს ძალიან მძიმედ დაეტყობა ის ზარალი, რომელიც ამ რეგიონმა განიცადა.

_ რატომ დააგვიანა ხელისუფლებამ, ადგილობრივმა თუ ცენტრალურმა, შესაბამისი ზომების გატარება?

_ ხელისუფლებამ კარგად იცოდა, რა შედეგები მოჰყვებოდა ამ ყველაფერს, იცოდა თუნდაც სხვა ქვეყნების მაგალითზე, რა დაემართებოდა სოფლის მეურნეობის ყველა დარგს ამ მავნე მწერის შემოსევის შედეგად, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არაფერი გააკეთა. ფაქტი ეს არის. ახლა, რაც გინდათ, დაარქვით ამას, გნებავთ _ უნიათო ხელისუფლება, გნებავთ _ უვიცი, უუნარო, ეს არაფერს ცვლის. ხელისუფლების უპასუხისმგებლობის შედეგად შეიქმნა უმძიმესი ვითარება, სამეგრელოს მოსახლეობა სასოწარკვეთილია, ამბობს, რომ შიმშილი დაიწყება და 1990-იანი წლების სიდუხჭირე დაბრუნდება

ეს კი, რა თქმა უნდა, აისახება მოსახლეობის განწყობაზე, რადგან ხალხი უკიდურესად არის გაღიზიანებული, თუმცა, სიმართლე გითხრათ, არ მგონია, სამეგრელოში ხელისუფლება დამარცხდეს. იმიტომ კი არა, რომოცნებისპოლიტიკით ვინმე კმაყოფილია, არა, უბრალოდ, იმიტომ, რომ მეორე მხარეს დგას პირსისხლიანინაცმოძრაობა”. ხალხს ისე ზარავს მათი სახელის გაგონება, ისე ეშინია მოსახლეობას იმ ავადსახსენებელი წარსულის, რომ, ფაქტობრივად, სხვა გზას ვერ ხედავს, გარდა იმისა, რომ ისევ “ოცნებას” დაუჭიროს მხარი. აი ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს და ამიტომაც გასდის ხელისუფლებას ყველაფერი.

თუმცა, წინ მძიმე ზამთარი გველის, ამიტომაც მივმართავ ხელისუფლებას: ნუ მოგატყუებთ ხალხით გავსებული მოედნები, ჭრელაჭრულა დროშები და ლოზუნგები, რეალურად ხალხს ძალიან უჭირს; მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც თქვენს შეხვედრებზე დგანან და, თუ მართლა გაწუხებთ ამ ხალხის ბედი, პოლიტიკურ სპეკულაციებსა და პიარზე კი ნუ ხართ გადართული, მიხედეთ იმ უბედურებას, რომელიც თქვენივე უმოქმედობით, თქვენივე გულგრილობით ხდება დღეს. უბედურება არის ის, რომ ჩვენ ახლა არჩევანის გაკეთება გვიწევს ცუდსა და უარესს შორის, ანუ საზოგადოების პროტესტი ხელისუფლების მიმართ აშკარაა, მაგრამ არ ჩანს ალტერნატივა. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა და ვიტყოდი, რომ ჩვენ ახლა უკიდურესი პოლიტიკური ნიჰილიზმის სტადიაში ვართ. ეს ეხება არა მხოლოდ სამეგრელოს ან რომელიმე სხვა რეგიონს, არამედ სრულიად საქართველოს. კიდევ ვიმეორებ: ხალხი ისევ “ოცნებას” თუ აირჩევს, მხოლოდ იმიტომ, რომ მეორე მხარეს არის “ნაცმოძრაობა”. ეს ცალკე უბედურებაა და სერიოზული პოლიტიკური ამბიციების მქონე პოლიტიკურ ძალას, ელემენტარულად, უნდა ესმოდეს, რომ ვიღაცის შიშით არჩეულ ხელისუფლებას, როგორც წესი, დიდი ხნის არსებობა არ უწერია…

დღეს საქართველოს მოსახლეობა დაბნეულია და არ იცის, რა ქნას. ეს ხდება იმიტომ, რომ პოლიტიკურ სპექტრში არ არსებობს რეალური ძალა, რომელსაც შეიძლება ენდო; არ არსებობს ძალა, რომელზეც შეიძლება გულწრფელად, შენი პოლიტიკური სიმპათიით გააკეთო არჩევანი და არა იმის მიხედვით, რომელია ნაკლებად ცუდი, რომელი მომპარავს ნაკლებს და ნაკლებად მაზარალებს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. “მეოცნებე ხელისუფლებამდახმარების მომლოდინე სამეგრელოს მოსახლეობას ცოტა ხნის წინათ სპეციალური ბუკლეტები დაურიგა და ჯოჯოხეთის მწერ (ასე ეძახიან მას ევროპასა და ამერიკაში) აზიურ ფაროსანასთან დამოუკიდებლად ბრძოლის საშუალებებზე ინფორმაცია მიაწოდა. ამ ფაქტმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარე დავით ბაქრაძის მიმართვა გამახსენა მოსახლეობისადმი: დაიცავით თავი ყველა საშუალებით _ დანებით, ჩანგლებით, ფიწლებით, ბარებით! ზემოაღნიშნული ბუკლეტებით ქოცებმაც რეალურად იგივე გვითხრეს: ებრძოლეთ ფაროსანას და, საერთოდ, ყველა პრობლემას დამოუკიდებლად, ჩვენი იმედი ნუ გექნებათო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here