Home რუბრიკები პოლიტიკა კახა კალაძე: ჩვენ “ევროპულ საქართველოსთან” ვთანამშრომლობთ იმიტომ, რომ ისინი არიან კონსტრუქციული

კახა კალაძე: ჩვენ “ევროპულ საქართველოსთან” ვთანამშრომლობთ იმიტომ, რომ ისინი არიან კონსტრუქციული

2242
კახა კალაძე

დედაქალაქის მერის წინასაარჩევნო პერიოდში ერთმა ძირძველმა თბილისელმა მითხრა, თბილისის მერად ლორდი უნდა ავირჩიოთო. ლორდი, მოგეხსენებათ, დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ტიტულია, ამასთანავე, თავაზიანობის ტიტულიც, სამაგალითო ქცევის მისაბაძი მაგალითი.

ავირჩიეთ მერი თბილისის. თუ შეესაბამება ლორდობის განმსაზღვრელ პარამეტრებს კახაბერ (კახა) კალაძის ფიგურა იმ თბილისელის სურვილს, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ გააზნაურებული მდაბიოს _ ნიკა გვარამიას _ მიზეზს რომ მისცემ, დაგცინოს, ლორდობას ვერც იქმ და ვერც შესწვდები.

მილანში დაფრინავსო თმის შესაკრეჭად: “როგორ უყვარს მერს თბილისი, რომ აქაურ სტილისტებს არ აწუხებს! ისე კი, მახსოვს, ადრე სამტრედიაში იჭრიდა თმას”. ასეთი არატრადიციული იუმორით თავი რომ მოიჭრა მზეჭაბუკმა, ჩვენი სადარდებელი არ არის, მაგრამ კალაძის რეპუტაციას წყალი რომ შეუდგა, ეგაა ცუდი.

ლორდობა კი არა, ბატონი მერი გურამ ფანჯიკიძის ნაწარმოების, “თვალი პატიოსანის” ნეგატიურ გმირებს (როგორც გურამი უწოდებდა) დაემსგავსა: მაქვს და შემიძლია, ანუ _ ფული შემწევს ქადილისა!

არ წაგიკითხავთ “თვალი პატიოსანი”? იჩქარეთ, ეგებ, მოასწროთ ბიბლიოთეკაში მისვლა, სანამ ეს ტრადიციული საგანმანათლებლო ქსელი ნაციონალების ანასხლეტ “ევროპულ საქართველოსთან” თანამშრომლობის სურვილით ატაცებულ მერს, ბიბლიოთეკების რეორგანიზაციის მოტივით, საერთოდ, არ გაუუქმებია.

სად ბოკერიაუგულავასევროპული საქართველოდა სად ბიბლიოთეკა? _ ეს ჰკითხეთ ბატონ კახა კალაძეს, რომელმაც ჟურნალისტების შეკითხვას თბილისის ბიბლიოთეკების რაოდენობის შემცირების შესახებ ასე უპასუხა:

ჩვენ უნდა გავყოთ ოპოზიცია. ერთია მარგინალური, რომელსაცნაციონალური მოძრაობაწარმოადგენს და მეორე _ “ევროპული საქართველო”. ჩვენევროპულ საქართველოსთანვთანამშრომლობთ იმიტომ, რომ ისინი არიან კონსტრუქციული, მარგინალურ ძალასთან არ ვაპირებთ არანაირ თანამშრომლობას. ჩვენ ამაზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, საკრებულოშიც გაკეთდა განცხადებები, ამაზე ვისაუბრე მე და ეს იქნება ასე, სანამ არ დალაგდებიან და გაერკვევიან, რა უნდათ”.

სანამ “ნაციონალები გერკვევიან, რა უნდათ”, ეგება, ბატონმა კახა კალაძემ გაარკვიოს, რით განსხვავდებიან “ევროპელები” “ნაცებისგან”.

არაფრით.

ანასხლეტებსაც ის სურთ, რაც ნაციონალებს _ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის აღდგენა, “ქართული ოცნების” ხელისუფლების “ისტორიის ნაგავსაყრელზე” გატანა “ნაგვის მანქანებით”.

თქვენც ეს გინდათ?!

ასე უნდა გავიგოთ თქვენი მათთან (“ევროპულ საქართველოსთან”), როგორც “კონსტრუქციულ ძალასთან” თანამშრომლობის სურვილი?!

რაღაც ხომ არ აირია დანიის სამეფოში?

ლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი

სხვას რას უნდა მივაწეროთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადება:

“ვფიქრობ, რომ ფაროსანა არ უნდა იყოს პარლამენტში ჩვენი განხილვის მთავარი თემა. რადგან ფაროსანას გარდა ძალიან ბევრი სხვა მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში. საბოლოოდ, რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის სასოფლო-სამეურნეო მავნებელი, მარტივად რომ ვთქვათ, ის არის მწერი უბრალოდ, და მაზე ამდენი ყურადღების გამახვილება ცოტა გადაჭარბებულიც არის და საპარლამენტო განხილვის მთავარი თემა ეს ნამდვილად არ უნდა იყოს”.

დაკვირვებით თუ წაიკითხავთ ამ ტექსტს დარწმუნდებით, რომ ფაროსანამ არა მხოლოდ თხილისა და სიმინდის მოსავალი გაანადგურა ქვეყნის დასავლეთში, არამედ სრულიად საქართველოში უარესი დამართა პროფესიონალთა კადრებს, რომელთა ადგილი დავითაშვილის მსგავსმა უმწიფარიძეებმა დაიკავეს (ან დანიშნეს): ფაროსანა, ბოლოს და ბოლოს, მიმართულებაა”, თუსასოფლო სამეურნეო მავნებელი”, ანუმწერი უბრალოდ”?

ფაროსანა მავნებელია, აბა, მეზოზოური ხანის იურული პერიოდის ბალახისმჭრელი გიგანტი დინოზავრი ხომ არ არის, “საპარლამენტო განხილვის მთავარი თემა” რომ გახდეს?! ამ ლოგიკით, დავითაშვილის კოლეგამ, ჯანდაცვის მინისტრმა სერგეენკომ ხმა არ უნდა ამოიღოს ეპიდემიებსა და პანდემიებზე, რომელთა გამავრცელებელი თვალით უხილავი ვირუსებია! თორემ ხარი ხომ მამალი ძროხაა, ეს მიშასდროინდელი სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრისგან ბაკურ კვეზერელისგან ვიცით.

მოკლედ:

აი, რა მზის სიზმარია,

აირევი, ივერია

აი დროშა აშორდია

აერების სიბერეა.

(გალაკტიონი)

არმაზ სანებლიძე

1 COMMENT

  1. Es ro normaluri mtavroba ikos soplis meurneobis ministri am debiliri gancxadebisere a1 saatis ganmavlobashi unda gaegdot ,tumca es im mtavrobis anasxletebi arian sadac igive dargis ministris egona rom bunebashi dedali da mamali droxebi arsebobdnen,kvelaperi aqedam gamomdinarea isic rom kaladze bokeria ugulavas da nacebi sxvadasxva sibieqtebi gonia.kaladzem ki ginda samtrediashi da gindac milanshi sheichras tma “prichoskas “mainc ver daikenebs,tavis porma aqvs aseti

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here