Home ახალი ამბები საქართველო კახა კალაძე: მამა ვარ და ვიზიარებ ზაზა სარალიძის უდიდეს ტკივილს

კახა კალაძე: მამა ვარ და ვიზიარებ ზაზა სარალიძის უდიდეს ტკივილს

1324
კახა კალაძე

თბილისის ცენტრში მოკლული 51- სკოლის მოსწავლის მამის, ზაზა სარალიძის, ბოლოდროინდელ გამოსვლებს, მის განცხადებას სოციალურ ქსელში (ზაზა სარალიძე: “ჯერ სამართალმა უნდა იზეიმოს, მამი, და მერე გნახავ”) და მისი და მისი თანამოაზრეების მიერ გამართულ აქციას ბევრი ადამიანი გამოეხმაურა.

მართალია, თბილისის მერი კახა კალაძე არ იყო აქციაზე, მაგრამ თავისი პოზიცია “ფეისბუკზე” პოსტით გამოხატა და აღნიშნა:

“მეც მამა ვარ და ვიზიარებ ზაზა სარალიძის უდიდეს ტკივილს. მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ვიზიარებ საზოგადოების იმ მოლოდინს, რომ ასეთი რეზონანსული საქმე სრულყოფილად იქნას გამოძიებული. მესმის ზაზა სარალიძის ტკივილი, ვიცი, რამდენად მძიმეა ეს ყველაფერი, რადგან საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, ჩემს ოჯახსაც გამოვლილი აქვს ეს უბედურება და მტერსაც არ ვუსურვებ ამის გამოცდას, მაგრამ… იცით, რა მახსოვს? როცა პირველად ვნახე გამწარებული დედა ირინა ენუქიძე და მის მოწოდებაზე მხოლოდ ათიოდე მოქალაქე გამოსული. კიდევ იცით, რა მახსოვს? მაშინდელი ხელისუფლების პოზიცია და ამ დანაშაულის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება და იმ საშინელებას რომ შეცდომას უწოდებენ დღესაც კი. და ახლა “ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებები _ ეს არის არა მხოლოდ სარალიძეებისა და გირგვლიანების ოჯახებისადმი ცინიკური დამოკიდებულება. რამდენადაც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, იმდენად გაკვირვებული ვარ ამ ამორალური პირების დამოკიდებულებით საზოგადოების მიმართ. არასდროს დამავიწყდება არც გირგვლიანის დედის და არც სარალიძის მამის სულისშემძვრელი ამოძახილი… სამწუხაროდ, ირინამ სამართალი ვერ იპოვა რეჟიმის პირობებში. მეც თქვენთან ერთად ველოდები პროკურატურის მკვეთრ და გამჭვირვალე პოზიციას ისე, რომ არავის კითხვის ნიშნები ან უკმარისობის განცდა არ დარჩეს საზოგადოებაში… არჩევნები ახლოვდება და ამ თემის გამოყენებას ცდილობენ. მათ მორალური უფლება არ აქვთ, ამ ყველაფერზე ილაპარაკონ. ძალიან ცუდია ის, რაც მოხდა, ნამდვილად გულდასაწყვეტია. გულდასაწყვეტია ისიც, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები უტიფრად იყენებენ ამ ოჯახის მწუხარებას, ტკივილს და უნდათ, რომ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ, მაგრამ ჩვენ, საზოგადოებამ, არ უნდა მივცეთ ამის უფლება. გამოძიება მიმდინარეობს და საზოგადოებაში თუ არის კითხვის ნიშნები, ამ კითხვებს ამომწურავ პასუხს პროკურატურა გასცემს. თუ იყო გაურკვევლობა კომუნიკაციის თვალსაზრისით, ესეც გამოსწორდება. უბრალოდ, “ნაციონალურ მოძრაობას” ნამდვილად არ აქვს უფლება, ისაუბროს ასეთ საკითხებზე. ესენი არიან იმ რეჟიმის წარმომადგენლები, რომლის კისერზეც არის გირგვლიანის მკვლელობა, რობაქიძე და აღარ გავაგრძელებ, არ მინდა წარსულზე საუბარი. ყველამ იცის, წლების განმავლობაში რა დამოკიდებულება და მიდგომები იყო”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here