Home ახალი ამბები მსოფლიო კარტერმა მოუწოდა ტრამპს, უარი თქვას ომსა და ბირთვულ დარტყმებზე

კარტერმა მოუწოდა ტრამპს, უარი თქვას ომსა და ბირთვულ დარტყმებზე

1892
ტრამპი

Associated Press იუწყება, რომ აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მეთაურმა დონალდ ტრამპმა, რადაც უნდა დაუჯდეს, უარი უნდა თქვას სამხედრო ქმედებასა და ბირთვულ დარტყმებზე.

“ვლოცულობ, რომ მან (ტრამპმა) შეუნარჩუნოს ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და არ გააზვიადოს პრობლემები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის, რუსეთისა და სირიის გამო წარმოიქმნება”, _ თქვა მან.

ყოფილი პრეზიდენტის აზრით, ტრამპმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ნებისმიერი ბირთვული  დარტყმა კატასტროფული იქნება კაცობრიობისთვის.

კარტერის რეაქცია გამოიწვია ტრამპის განცხადებამ, რომ იგი თავის “ჭკვიან რაკეტებს” სირიაზე თავდასასხმელად გაგზავნის.

რამდენიმე დღის წინათ ტრამპმა “ტვიტერში” გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობა შეაფასა, როგორც ისტორიაში ყველაზე უარესი. ამასთანავე, მიიჩნია, რომ რუსეთს ამერიკის დახმარება სჭირდება.

“ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან იმაზე უარესია, რაც კი ოდესმე ყოფილა, ეს კი “ცივ ომსაც” გულისხმობს, _ ნათქვამია ამერიკის პრეზიდენტის განცხადებაში, _ რუსეთს ჩვენ ვჭირდებით, რათა ეკონომიკაში დავეხმაროთ. ამის გაკეთება ძალიან ადვილია; ჩვენ კი გვჭირდება, რომ ყველა ერმა ერთობლივად იმუშაოს, თავი დაანებოს გამალებულ შეიარაღებას”.

1 COMMENT

  1. ბატონ კარტერს ტვინი გახსნია!
    ნეტავ ტრუმენი რას იტყოდა?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here