Home ახალი ამბები კარლოს პუჩდემონი კატალონიელებს “დემოკრატიული წინააღმდეგობისკენ“ მოუწოდებს

კარლოს პუჩდემონი კატალონიელებს “დემოკრატიული წინააღმდეგობისკენ“ მოუწოდებს

კატალონიის პრეზიდენტი კარლოს პუჩდემონი, რომელიც ესპანეთის ხელისუფლებამ თანამდებობიდან დაითხოვა,  კატალონიის მოსახლეობას მოუწოდებს რეგიონის შიდა მმართველობას “დემოკრატიული წინააღმდეგობა“ გამოუცხადონ.

ინფორმაციას El Mundo ავრცელებს.

პუჩდემონის მიმართვიდან იკვეთება, რომ ის საკუთარ თავს და მთავრობას გადაყენებულად არ მიიჩნევს. ის აცხადებს, რომ მადრიდის ქმედებები კატალონიელების თავისუფალ ნებას ეწინააღმდეგება და სწორედ ამიტომ საუკეთესო საშუალება – „დემოკრატიული წინააღმდეგობაა“.

ეს იყო პუჩდემონის პირველი გამოსვლა მას შემდეგ რაც კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ამის საპასუხოდ კი ესპანეთმა რეგიონს ავტონომია გაუუქმა.

პუჩდემონის ეს მიმართვა ქალაქ ჟირონაში, ბარსელონადან 100 კილომეტრში ჩაიწერა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here