Home ახალი ამბები კარასინი: რუსეთი ურთიერთობების ნორმალიზების გზით იმდენად შორს წავა, რამდენადაც თბილისი იქნება ამისთვის...

კარასინი: რუსეთი ურთიერთობების ნორმალიზების გზით იმდენად შორს წავა, რამდენადაც თბილისი იქნება ამისთვის მზად

1116

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებით,რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ფართომასშტაბიანი ნორმალიზებისათვის სერიოზული პოლიტიკური დაბრკოლებები არსებობს.

ამის შესახებ მან რუსულ გამოცემა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, დაბრკოლება ის არის, რომ თბილისს არ სურს ახალი პოლიტიკური რეალიების აღიარება, რომელიც 2008 წლის შემდეგ შეიქმნა, ისევე როგორც არ სურს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ დემონსტრატიული გადაწყვეტილების გადახედვა.

„თბილისში უყვართ საუბარი იმაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით პირველ რიგში იმედოვნებდნენენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმების მიღწევას და რომ აი, ახლა მოტყუებულნი არიან თავიანთ მოლოდინში. ეს სუფთა მელაკუდობაა. ჩვენ თავიდანვე გავაფრთხილეთ ჩვენი ქართველი პარტნიორები, რომ მათთან ურთიერთობების ნორმალიზება არ შეასუსტებს ჩვენს სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას დამოუკიდებელ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ეს პროცესები სხვადასხვა განზომილებაშია“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

როგორც მან აღნიშნა, „რუსეთი შემდგომშიც აპირებს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებას“.

„რუსეთი ურთიერთობების ნორმალიზების გზით იმდენად შორს წავა, რამდენადაც თბილისი იქნება ამისთვის მზად. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენით, მაგრამ გავიმეორებ, რომ ეს არ მოხდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხზე საბედისწერო გადაწყვეტილებებზე უარის თქმის ხარჯზე“, – განაცხადა მან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here