დედაქალაქის ახლადარჩეული მერის კახა კალაძის განცხადებით, პრემია არის წახალისება, მაგრამ ეს პროცესი ნორმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.
“პრემია არის წახალისება, რასაც მივესალმები. ადამიანს უნდა ჰქონდეს თანამშრომლის წახალისების შესაძლებლობა. მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი და ეს იქნება გათვალისწინებული”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძე საგზაო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო.