დედაქალაქის ახლადარჩეული მერის კახა კალაძის განცხადებით, ინვესტორისთვის ტერიტორიის გადაცემა საინვესტიციო ვალდებულებით მიღებული პრაქტიკაა.
როგორც მან, „ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსში” ისაუბრა, მსგავს მსხვილ პროექტებს თბილისის მერია თავისი სახსრებით ვერ დააფინანსებს.
„ეს მიღებული პრაქტიკაა.სიახლეს არ წარმოადგენს, ის რომ კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად ინვესტორზე კონკრეტული ადგილის გადაცემა ხდება, სადაც საინვესტიციო ვალდებულება იწერება. შემდეგ უნდა გაკეთდეს ის კონკრეტული პროექტი რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია.გარდა ამისა, ჩვენ ანალოგიური 9 პროექტი გვაქვს, ამას მერია საკუთარი ბიუჯეტით ვერ გააკეთებს შესაბამისად ეს უნდა გავიტანოთ გარეთ საინვესტიციოდ. ამიტომ მოხდება საინვესტიციო პროექტების გადაცემა ვალდებულებით. რაც შეეხება, ბიძინა ივანიშვილის მიმართ აგორებულ ხმაურს, რომ გადახედოთ კონკრეტული ტელეკომპანიების საინფორმაციო გამოშვებებს, ნახავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია შეგნებულად ხდება“,-განაცხადა კალაძემ.