Home ახალი ამბები კალაძე: “ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსულში ჩარჩენილი პარტია

კალაძე: “ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსულში ჩარჩენილი პარტია

948

თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის ბრალდებას, ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით,ასე უპასუხა – “ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსულში ჩარჩენილი პარტია.

ჩვენ გვინდა სუფთა ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქში, ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ტაქსების რეგულირებით ვერ მოხერხდება, არის მთელი რიგი ღონისძიებები დაგეგმილი, რომელზეც ბევრს ვსაუბრობდით წინასაარჩევნოდ და დღეს უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ და ტაქსების რეგულირება არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ, შეუძლებელია, ასე გაგრძელება და ამ ქალაქში ცხოვრება, თუ ეკოლოგიური მდგომარეობა არ იქნება მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საკრებულოში „ევროპული საქართელოს” წევრები ტაქსის მძღოლებს ხვდებიან. ოპოზიციაშ აცხადებენ, რომ აღნიშული რეგულაცია ქვეყანაში უმუშევრობის დონეს გაზრდის.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქში მოძრავი ტაქსებისთვის სავალდებულო რეგისტრაცია იწყება.

მძღოლებს რეგისტრაციისთვის პირველ ეტაპზე უნდა ჰქონდეთ ტაქსის ტრაფარეტი და ნებართვა, რომლითაც დადასტურდება, რომ ისინი ამ საქმიანობით არიან დაკავებულები

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here