Home რუბრიკები პოლიტიკა კავკასია ბეჭედია ბაჯაღლო, საქართველო _ შიგ ჩასმული ბადახში

კავკასია ბეჭედია ბაჯაღლო, საქართველო _ შიგ ჩასმული ბადახში

კავკასია ბეჭედია ბაჯაღლო, საქართველო _ შიგ ჩასმული ბადახში

ვისაც ნამდვილ ქართულ მწერლობასთან კავშირი .. “საბასპრემიის ლაურეატთა და მათ მიერ შექმნილი .. ლიტერატურაპოეზიის შედევრების სასარგებლოდ არ გაუწყვეტია, მყისიერად მიხვდება, რომ წინამდებარე წერილის სათაური ძველი თბილისის უკანასკნელი ტრუბადურის, იოსებ გრიშაშვილის, გენიალური ლექსის სტრიქონების ჩემეული პერიფრაზია: “საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი _ შიგ ჩასმული ბადახში” (თუ რისთვის დამჭირდა დიდი პოეტის ლექსისდამახინჯება”, ამას მკითხველი ქვემოთ შეიტყობს, რადგან სწორედ სათაურში დევს წინამდებარე წერილის მთავარი თემის გასაღები)…

ლიტერატურული კონკურსი “საბას” ერთ-ერთი დამფუძნებელ-დამფინანსებელი, ყოფილი ბანკირი და ახლა პოლიტიკას თავშეფარებული მამუკა ხაზარაძე გახლავთ, რომელმაც, როგორც ამბობენ, ბევრი დატოვა უბინაოდ და ამ გზით გაიტანა ცხოვრების ლელო _ მილიონერი გახდა და ახლა პოლიტიკური პარტია “ლელოს” თავკაცი საქართველოს საზიანოდ კიდევ ერთი ლელოს გატანას ლამობს. მისი ქველმოქმედება არავის ახსოვს და, რა გასაკვირია, რომ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველი კაცის მიერ დაფინანსებული “საბას” სოლიდური ფინანსური პრემიების მფლობელები ყოველგვარი ეროვნულობა-პატრიოტიზმისგან დაცლილი უნიჭო მიშარასტი “ბუღაძეები” ხდებიან. მიშარასტი მწერლები აღვირახსნილ “ლიტერატურულ” ლანძღვა-ბილწსიტყვაობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს და ამ ყველაფერს ავანგარდულ მწერლობას ეძახიან. ჩვენ კი, ვინც “ინტელექტუალურად დაბალ საფეხურზე” ვიმყოფებით, “ბუღაძეების” მაღალი “შემოქმედება” არ გვესმის და ისევ “გოიმი” ვაჟა, ილია, აკაკი და ა.შ. (ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა ან საქართველოში პოეტები?!) გვირჩევნია…

წინამდებარე წერილის არცთუ მცირე შესავალი მისმა სათაურმა განაპირობა და მკითხველს ვთხოვ, მომიტევოს ეს ლირიკული გადახვევა. ეს წერილი ჩემი წერილის “აბა, ვის აქვს ზედმეტი კბილები?” გაგრძელებად მქონდა ჩაფიქრებული და ქვემოთ ჩანაფიქრის ასრულებას შევეცდები…

პრინციპში, იმ წერილში ერთი შეცდომა დავუშვი _ ჩემი ვარაუდი, რომ ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის რანდევუ არ შედგებოდა, რადგან, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აშშ-რუსეთის უმაღლეს დონეზე შეხვედრა ბაიდენის მიერ თავისი გადაფურთხებულის ალოკვა იქნებოდა, არ გამართლდა _ 16 ივნისს შვეიცარიაში ორი ზესახელმწიფოს პრეზიდენტების შეხვედრა მაინც შედგება, მაგრამ…

რამდენჯერ აღმინიშნავს ამ, ერთი შეხედვით, უბრალო სიტყვის “მაგრამ”-ის, ძალა, გნებავთ _ მაგია, რომელსაც შეუძლია ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. სანამ ამერიკელების მიერ რანდევუს გადაწყვეტილების მიღებამდე მომხდარის თუ მოსახდენის დეტალურად განხილვა-ანალიზს შევუდგებოდეთ, მანამდე ვთქვათ ის, რაც ყველა შემთხვევაში უეჭველია _ ჟენევაში რუსეთის პრეზიდენტი, ძალის პოზიციით, როგორც ტრიუმფატორი, ისე ჩავა, რადგან ჯო ბაიდენის ჩასვლა შვეიცარიაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავისი გადაფურთხებულის ალოკვას ნიშნავს.

ახლა ვნახოთ, რა ხდებოდა უმაღლეს დონეზე სამიტის მომზადების პროცესში: აშშ-მა უეცრად, ყველასათვის მოულოდნელად უარი თქვა ბუნებრივი აირის მილსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მშენებლობისთვის სანქციების დაწესებაზე. ეს იმ აშშ-ზეა ლაპარაკი, რომლის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რამდენიმე დღის წინათ რეიკიავიკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის დასჯით იმუქრებოდა… აშშ-ის ამ მოულოდნელმა “დატკბობამ” დააფიქრა მსოფლიო პოლიტოლოგ-ანალიტიკოსები (რუსების გარდა, რომელთა დიპლომატიაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დიდი ძალაა, იმპერატორ ალექსანდრე II-ის მიერ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ ნათქვამი ფრთიანი ფრაზა _ “რუსეთს მხოლოდ ორი მოკავშირე ჰყავს _ მისი არმია და ფლოტი”, დღესაც აქტუალურია). ნიშანდობლივი და დამაფიქრებელია ისიც, რომ აშშ-რუსეთს შორის უმაღლესი დონის შეხვედრამდე 2 დღით ადრე, 14 ივნისს, ბრიუსელში გაიმართება ნატოს წევრი ქვეყნების დახურული სამიტი და უკრაინას იმედი ჰქონდა იმისა, რომ კიევი, ბოლოს და ბოლოს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებისთვის აუცილებელ საგზაო რუკას _ ე.წ. მაპს მიიღებდა, მაგრამ, “მაპი” კი არა, უკრაინის დელეგაცია, ისევე, როგორც საქართველოსი, საერთოდ არ მიიწვიეს ამ სამიტზე. ამ ცნობამ ჩვენს “მოძმე” ბანდერულ-ფაშისტურ უკრაინაში ნამდვილი შოკი, იმედგაცრუება და, თქვენ წარმოიდგინეთ, გაუბედავი, სუსტი, მაგრამ მაინც აღშფოთება გამოიწვია ოკეანისგაღმელი პატრონების მიმართ _ გეიაღლუმებით დაწყებული, აღვირახსნილი რუსოფობიით დამთავრებული, ყველა საშინაო დავალება შევასრულეთ და რაღა გინდათო?

“ბუქარესტის 2008 წლის სამიტის შემდეგ 13 წელი გავიდა და ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების განსახორციელებლად. როდესაც ზოგჯერ რეფორმების ნელა გატარებისთვის გვაკრიტიკებენ, მაშინ რა უნდა ვთქვათ ალიანსის გადაწყვეტილებების განხორციელებაზე, რომლებსაც უკვე 13 წელია, მტვერი ადევს? უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა დაპირებებით გამოკვების პოლიტიკად არ იქცეს”, _ განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ, რომელსაც მიაჩნია, რომ 2021 წელი საუკეთესო დროა უკრაინისა და საქართველოსთვის მაპის მისანიჭებლად.

“თუ 2008 წელს გაიცა დაპირება, რომ უკრაინა და საქართველო საბოლოოდ გახდებოდნენ ნატოს წევრები და ამ გზაზე შემდგომი ნაბიჯი წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაა, მაშინ რთული წარმოსადგენია უფრო უკეთესი და უფრო მნიშვნელოვანი მომენტი ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად, ვიდრე 2021 წელია”, _ აღნიშნა კულებამ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ უკრაინა არ მიიწვიეს 14 ივნისს დაგეგმილ ნატოს სამიტზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ესკალაციის ფონზე იმართება. “ჩვენ გვესმის მოკავშირეების სურვილი დახურული სამიტის ჩატარების შესახებ… მაგრამ არ გვესმის, როგორ შეიძლება არ მიეწვიათ უკრაინა”, _ დასძინა კულებამ.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებიდან ჩანს, საქართველო და უკრაინა, რომ იტყვიან, “ერთ ქვაბში იხარშებიან” და ქოც-ნაცების ხელისუფლება, იმის მაგივრად, რომ “მოძმე” უკრაინას გეოპოლიტიკურ საფლავში არ ჩაჰყვნენ და ქვაბიდან ამოსასვლელი, ე.ი., რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების გზები ეძებონ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირით “ვაჟკაცურ” (წაიკითხე, სულელურ) განცხადებას აკეთებს _ რუსეთს მანამდე არ დაველაპარაკებით, სანამ სოხუმ-ცხინვალს არ დაგვიბრუნებსო. ამაზე მეტი სიბრიყვე გაგონილა? თუ რუსეთი სოხუმ-ცხინვალს დაგვიბრუნებს, მერე რაღაზე უნდა ველაპარაკოთ _ კრასნოდარ-სოჭის დაბრუნებაზე? ჟენევის სამიტზე უკრაინაზე საუბარი უკრაინის გარეშე იქნება, ხოლო საქართველოზე _ საქართველოს გარეშე. პირველ შემთხვევაში ამერიკაში უკრაინისთვის ლუგანსკ-დონბას-ყირიმის დაბრუნებაზე ერთხელ და სამუდამოდ შეწყდება საუბარი და, თუ ბანდერელები მაინც არ მოისვენებენ, მოსკოვი კიევთან (იქნებ იმის იქითაც) გაავლებს რუსეთ-უკრაინის საზღვარს. აკი პირდაპირ განაცხადა პუტინმა: თვითონ რუსეთი განსაზღვრავს, სად გადის მოსკოვისთვის წითელი ხაზებიო.

რაც შეეხება ბედკრულ საქართველოს, ის ბოლო ფორპოსტი იქნება რუსეთის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცეზე ძველი გავლენების აღდგენის გზაზე. რუსეთმაც და სრულიად მსოფლიომაც კარგად იციან, ვინც ფლობს თბილისს, ის კავკასიასაც დაეუფლება _ კავკასიის პოლიტიკურკულტურულეკონომიკური გასაღები ოდითგან თბილისში იყო და ახლაც ასეა. ამიტომაც დავასათაურე წინამდებარე წერილი იოსებ გრიშაშვილის ლექსის სტრიქონების პერიფრაზით.

წერილს კი ჩვენი ბრძენი პატრიარქის შეგონებით დავასრულებ: ერთმორწმუნე რუსეთთან უნდა აღდგეს ძველი ძმური ურთიერთობები და ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად”!

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here