Home რუბრიკები საზოგადოება “იქნება სხვისი სათრევი აღარ ვიყოთ, იქნება სხვის პატივისცემას ვეღირსოთ…”

“იქნება სხვისი სათრევი აღარ ვიყოთ, იქნება სხვის პატივისცემას ვეღირსოთ…”

წერილი პირველი

ღვთის მადლით ფხიზლდება და იღვიძებს ნელნელა ჩვენი ქართველობა, მოძრაობას იწყებს ცოტცოტად ჩვენი ქვეყანა. როგორც იქნა, იმ დღესაც მოვესწარით, როცა ქართველ კაცსაც საზოგადოებრივი გრძნობა გაუჯდა ტანში, ის გრძნობა, რომელიც გვაგებინებს, რომ ბევრი რამ ჰკლებია ჩვენს ქვეყანას, ბევრი საერთო საჭიროება გვქონიაამ ოცი, თუთხმეტი წლის წინათ ჩვენში ამგვარი გრძნობისა ან გაგების ხსენებაც არ ყოფილა”, _ ნიკო ნიკოლაძემ ეს თვალსაზრისი 1879 წელს გამოთქვა წერილშიმამულის სიყვარული და მსახურება”, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენ, ადამიანები, სამწუხაროდ, ხშირად ვივიწყებთ ერთ ჭეშმარიტებას: ერთხელ თუ ორჯერ დაშვებულ შეცდომებზე ჭკუა ვისწავლოთ. ამიტომ გვიწევს დღეს, ვინ იცის ისტორიის მანძილზე მერამდენედ, გამოფხიზლება, რათა კვლავ დავდგეთერად სხვა ერთა შორის”.

როგორია დღეს ჩვენი ეროვნული იდენტობა, ანუ ვინ ვართ ჩვენ?

რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან 5 ივლისს ვინც სასულიერო პირებთან ერთად წინ აღუდგა ქვეყანაში გარყვნილების პროპაგანდას, მავანისთვისსიძულვილის ჯგუფებსწარმოადგენენ, “ღირსების მარშის” “ღირსეულწარმომადგენელთა წინააღმდეგ ამხედრებულებს. ახლა კი, როცა ვეღირსეთ ჩვენი მთავრობის მეთაურის ხალხის ნების გამომხატველი გაბედული ხმის გაგონებას, ესღირსეულიადამიანები კატეგორიულად მოითხოვენ _ ძალადობის უმძიმესი შედეგების გამო საქართველოს პრემიერმინისტრმა თანამდებობა დაუყოვნებლივ დატოვოსო

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური ევოლუციის ეპოქაში, მეტნაკლებად დაშორებულნი ჩვენს წარსულთან, წინაპრებთან. ცხოვრება კი ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვიდასტურებს, რომ არაფერია იმაზე თანამედროვე ვიდრე ეროვნული ტრადიციებით, თვითშეგნებითა და ღირებულებებით გაჟღენთილი თანამედროვეობა. დიდი ილიაც ამას ამბობდა: “მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობაო”. დღეს ქართველი ხალხი ხელისუფლებისგან მოითხოვს: დაუჯერეთ პატრიარქს, გააუქმეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, კანონით დაარეგულირეთ ყოველგვარი ისტორიული და ეროვნული ღირებულებების შეურაცხყოფა, კანონით აკრძალეთ გარყვნილების პროპაგანდა! მხოლოდ ამ შემთხვევაშიიქნება სხვისი სათრევი აღარ ვიყოთ, იქნება სხვის პატივისცემას ვეღირსოთ…”

ახლა კი მოვუსმინოთ ნიკო ნიკოლაძეს:

მამულის სიყვარული და მსახურება

ღვთის მადლით ფხიზლდება და იღვიძებს ნელ-ნელა ჩვენი ქართველობა, მოძრაობას იწყებს ცოტ-ცოტად ჩვენი ქვეყანა. როგორც იქნა, იმ დღესაც მოვესწარით, როცა ქართველ კაცსაც საზოგადოებრივი გრძნობა გაუჯდა ტანში, ის გრძნობა, რომელიც გვაგებინებს, რომ ბევრი რამ ჰკლებია ჩვენს ქვეყანას, ბევრი საერთო საჭიროება გვქონია… ამ ოცი, თუთხმეტი წლის წინათ ჩვენში ამგვარი გრძნობისა ან გაგების ხსენებაც არ ყოფილა. მოვიგონოთ ის წყეული და ბნელითმოსილი დრო, რომელიც, ამას იქით ღმერთმა ნუ მოასწროს ჩვენს მამულს! გახსოვთ, ხომ, თითოეული კაცი რომ მარტო თავისთავად და თავისთვის მოქმედებდა. მას მეტი რამე მიზანი როდი ჰქონია _ ჩინი ვიშოვნო, სამსახურში დავწინაურდე, შეძლება შევიძინოო. მისი კეთილისმყოფელი მარტო ის იყო, ვინც ამ ჩინის შოვნას უადვილებდა, ვინც ამ დაწინაურებაში ეხმარებოდა ან ამ შეძენაში ხელს უწყობდავაბეზღებდით ამ მეზობელს, ვდევნიდით, ვაწვალებდითიმის მოსაზრება ჩვენ როდი გვქონდა, იქნება ბედის ჩარხი უკუღმა დატრიალდეს, და ხვალ საკუთრად ჩვენ დაგვიწყონ დევნა ან წვალება ისე, როგორც დღეს ჩვენს მეზობელს ეპყრობიან ჩვენის შემწეობითკი არ გვეშინოდა ქართულად ხმის ამოღების, გვრცხვენოდა, გვეთაკილებოდა, გვეგონა გლეხკაცად, “მუჟიკადჩაგვთვლიან, თუ რუსულად არ ვისაუბრეთო

ვის ჰქონდა მაშინ იმის გაგება, და ვინ იტყოდა, რომ ჩვენის პირადი კეთილდღეობისთვისაც საჭირო არისო დედაენის ცოდნა, თანამემამულეების ძმობა, მათი დახმარება გახსოვთ, კიდევ, ოთხიოდე ახალგაზრდა კაცი გამოგვეზარდა, ამ ოცი წლის წინათ, რომელთაც ქადაგება დაიწყეს, წერით თუ სიტყვით, ქართველები ვართო, ქართულ ენას ნუ დავივიწყებთო, ქართული მწერლობა აღვადგინოთო, ერთობა და ძმობა ვიქონიოთო, ერთმანეთს ხელი გავუწყოთ და დავეხმაროთო, ამითი, მხოლოდ ამითი შეიძლებაო ჩვენი მდგომარეობის გაუმჯობესება… რა ხარხარი დააყარა მათს ქადაგებას ჩვენმა საზოგადოებამ, რომელიც იმ დროს მარტო ჩინოვნიკებისა და აფიცრებისაგან შედგებოდა! _ ქართულმა ენამ რა უნდა მარგოსო, ფიქრობდენ და ბრძანებდენ მაშინ ჩვენი ტუზები, ჩვენი ჩინიანი და გავლენიანი ქოსები. მე თქვენ მოგახსენებ, ჩინს მომცემენ ან ჯამაგირს მომიმატებენ ქართული ენის ცოდნისთვის! რა საჭიროა ეს ქართული ლექსები ან ჟურნალები? უსაქმოობის გამო სჯღაბნიანო ეს ჩვენი თერგდალეულები…

გავიდა ოცი წელიწადი. რაღას ვხედავთ დღეს? ვხედავთ, რომ თვითონ ეს ქოსებიც კი გრძნობენ ქართული მწერლობის საჭიროებას. გამოუგდეს რომელსამე მათგანს შვილი გიმნაზიიდან, ან უსამართლოდ გადუწყვიტეს საქმე სამსაჯულოში, ან გზა აღარ მისცეს სამსახურში თუ სასწავლებელში, მაშინ თვითონ ეს ქოსები ხელში კალამს აიღებენ და “დროებაში” სწერენ: “ვიღუპებით, ბატონო _ გზა შეკრული აქვს ჩვენებურ კაცს, დამშევასა და დაბრმავებას გვიპირებენო”. მარტო კალმით და წერით კი არ ქადაგობს ამას: იგი თავის მეზობელს უახლოვდება და ხედავს, რომ ორნივე ერთ ტაფაზე იწვიან თურმე… ჩინიან ქოსებს უწინდელ დროში მაინც, დედობრივი სიყვარულით ეპყრობოდენ… იმათ ძველი ამაგიდგანაც დარჩენილი აქვთ ხსოვნა მაინც… ახალთაობათა კი თავიდგანვე დედინაცვალი ერგოთ ბედათ, კაპასი, უმოწყალო, ძუნწი და მძულვარე დედინაცვალი… ძველ ქოსებს უკეთესი მაგალითები მაინც არ ენახათ, რომ თავიანთი ბედი მათთან შეედარებიათ. ახალთაობათა კი ბევრი სხვისი ოჯახი ენახათ, ისეთი ოჯახი, საცა დედამთილი, კი არ კაპასობს, ნაზად, როგორც მოსიყვარულე დედა, საყვარელ შვილებს ალერსით აბედნიერებს… რაღა გასაკვირველია, მაშასადამე, რომ ახალგაზრდებს ათასჯერ უფრო მწვავედ უნდა ეგრძნოთ ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ნაკლულევანება, ჩვენი დაფანტულობა და უთავობა… ამასთან დრომაც იმოქმედა, ცოტათი არ იყოს. რაკი რუსეთის მთავრობამ, საკუთარი მიზნის მისაღწევად, საჭიროდ დაინახა, გამოეფხიზლებია სხვადასხვა სლავიანური ხალხების თვისტომობა, და რაკი მათი მაგალითის წახედვით ჩვენს საზღვარზედაც შეიძრა სომხობა, _ ჩვენ ქვის გული და თიხის ტვინი ხომ არა გვქონდა, რომ ჩვენც არ გვეგრძნო თვისტომობის ღირსება ან პატივი? ჩვენს საკუთარ თვალწინ, ორიოდ-სამი წლის განმავლობაში, სომეხს ერთი მტკაველი ტანი მოემატა. გუშინ რომ წელმოხრილი იყო ეს კაცი, გუშინ რომ მის ხმის გაცემას არავინ კადრულობდა, დღეს ჩვენს თვალწინ ის გაიმართა, გამაგრდა, გაამაყდა. მან დღეს თავისპატივი იგრძნო, თავისი ფასი შეიტყო. დღეს მას ყველა ერიდება, ყველა პატივს-სცემს, ყველა თავაზიანად ეპყრობა და ფართო გზას აძლევს… რამ მიანიჭა მას ეს ბედნიერება? “სომხობამ”, “მთელი სომხობის ძალამ”. ჩვენც მივხვდით, ამის გამო… რომ “ქართველობაც” რომ სადმე იყოს, “მთელი ქართველობის ძალაც” რომ სადმე არსებობდეს, იქნება ჩვენც გაგვიადვილდეს ცხოვრება, იქნება სხვისი სათრევი აღარ ვიყოთ, იქნება სხვის პატივისცემას ვეღირსოთ…

სხვათა შორის ამანაც თვალი აგვიხილა, ამანაც გამოგვაფხიზლა და გვაგრძნობინა ჩვენი საკუთარი თვისტომობაიქნება ყველა ეს საფუძვლები ჩვენგანს არავის ჰქონდეს კარგად გამოკვლეული, ნათლად ახსნილი, მაგრამ მათს ძალას ყველა ვემონებით, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებდრომ მოიტანა, გარემოებამ გააძლიერა

ყოველის სტიქიური მოძრაობა ღირსშესასწავლია, თუკი კაცს სურს, რომ ეს მოძრაობა მისი საზოგადოებისთვის სასიკეთოდ გამოდგეს, და არა დამღუპველად. შჯობს, მაგალითით ვილაპარაკოთ. წყალიც სტიქიური ძალაა. ჩინებული რამ არის ქვეყნისთვის წვიმა… მაგრამ, თუ მაისის წვიმა ნიაღვრად იქცა, ყანებს ერთიანად წალეკს და თესლს გადარეცხს… თუ მდინარეს კაცმა უადგილო ადგილს წვალება დაუწყო, თუ სარწყავი ღელეების ან საწისქვილე ტოტების თავი ცუდ ადგილს გაუკეთა, მდინარე რომ მოდიდდება, მთელ ყანებსა და მინდვრებს გადიარს, წალეკს, დააქცევს. გონიერმა ხალხმა კარგად უნდა შეისწავლოს წყლისა და მდინარის თვისება, კარგად უნდა მოიხმაროს ის ღონე, რომელიც ამ სტიქიისთვის ბუნებას მიუცია, თუ სურს, რომ ამ ძალამ ახეიროს… ქვეყანაზე არც ერთი ძალა არ არსებობს ისეთი, რომ, მხოლოდ სასარგებლო იყოს, ან მარტო მავნებელი. ყოველი ძალა, როგორც ყოველი საგანი, ზოგჯერ სასარგებლოა კაცისთვის და ზოგჯერ მავნებელი. მისი სიცუდე და სიკარგე ხმარებაზე ჰკიდია. მცოდნე და მოხერხებული კაცის ხელში საწამლავიც კი კურნალობს, და უტვინო ბავში რძის საჭამადშიაც კი დაიხრჩობაამ ნაწერის მიზანიც _ თუ დარი დამიდგა _ ეს გამოკვლევა იქნება.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here