Home ახალი ამბები საქართველო “იქნება მძლავრი ანტინარკოტიკული პროპაგანდა, ამაში მედიაც უნდა “დაგვეხმაროს”

“იქნება მძლავრი ანტინარკოტიკული პროპაგანდა, ამაში მედიაც უნდა “დაგვეხმაროს”

915
დიმიტრი ხუნდაძე

დღეს შეთანხმებული საკითხები იმაზე მეტია, ვიდრე გუშინ იყო “, _ განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს 22 მაისს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც ნარკოპოლიტიკის თემაზე მსჯელობდნენ.

“სადავო არ არის საკითხი, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს, რომ ნარკომომხმარებელი პოლიციური სექტორიდან უნდა გადავიდეს ჯანდაცვის სერვისების მომსახურებისა და მზრუნველობის ქვეშ. მნიშვნელოვანია, სამართლებრივი რეგულაციები იყოს ისეთი, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარება შემცირდეს, დავიცვათ ყველა სეგმენტის ინტერესი _ მათი, ვინც მოიხმარს ან არ მოიხმარს; ხოლო მათ მიმართ, ვინც ასაღებს, მკაცრი, დაუნდობელი ბრძოლა გამოცხადდება. ასევე შევთანხმდით, რომ იქნება ერთიანი, მძლავრი, ანტინარკოტიკული პროპაგანდა და ამაში მედიაც უნდა დაგვეხმაროს”, _ განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here