“სირიის უდაბნოს მარგალიტის” ძველი პალმირის აღდგენა შესაძლებელი იქნება 5 წლის განმავლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო თანამეგობრობა საჭირო თანხას გაიღებს.
მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ხდება.
პალმირის მუზეუმის დირექტორმა მოჰამედ ალ-ასაადმა განაცხადა, რომ იუნესკომ აღუთქვა დახმარება, მაგრამ დღემდე ცენტიც არ გაუღია.
იმავეს ამტკიცებს ქალაქის სიძველეთა დაცვის მოკლული ხელმძღვანელის, ჰალედა ალ-ასაადის, ვაჟი. მან თქვა, რომ ტერორისტების მიერ მიყენებული ზარალის შეფასება დღემდე ვერ მოხერხდა, მოცულობის კოლოსალური ოდენობის გამო.