Home ახალი ამბები მსოფლიო იტალიის ვიცეპრემიერი: ევროპაში ფინანსური სპეკულანტების ერა სრულდება

იტალიის ვიცეპრემიერი: ევროპაში ფინანსური სპეკულანტების ერა სრულდება

მატეო სალვინი

“2019 წლის მაისში დანიშნული ევროპარლამენტის არჩევნები ევროპაში ფინანსური სპეკულანტების ერას დაასრულებს”, _ განაცხადა იტალიის ვიცეპრემიერმა მატეო სალვინიმ.

იტალიის ვიცეპრემიერის თქმით, მომავალი არჩევნების შემდეგ დაიწყება ეპოქალური ცვლილებები ევროპაში. შესაძლოა, შეიქმნას ახალი კავშირი “დემოკრატიის პრინციპებზე, და არა ფინანსური სპეკულანტების ინტერესების გათვალისწინებით, როგორც აქამდე იყო”.

სალვინიმ აღნიშნა, რომ ევროპელი მაღალჩინოსნების ამჟამინდელი კრიტიკა მისი პარტია “ჩრდილოეთ ლიგის”, აგრეთვე, მოძრაობა “5 ვარსკვლავის” მიმართ განპირობებულია იმით, რომ ამ პოლიტიკური ძალების შანტაჟი შეუძლებელია, ისინი არავის წინაშე არ არიან ვალდებულნი და პასუხს აგებენ მხოლოდ ხალხის წინაშე.

3 ოქტომბერს ევროკომისარმა ფინანსების საკითხებში _ პიერ მოსკოვიჩიმ იტალიის მთავრობის წევრებს ევროსკეპტიკოსები და ქსენოფობები უწოდა და იტალია ბიუჯეტის საკითხებისა და მიგრანტების განთავსების ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

უფრო ადრე იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ იტალიამ შეიძლება უარი თქვას ევროკავშირის მრავალწლიან საფინანსო პროგრამაზე, თუკი გათვალისწინებული არ იქნება იტალიის პოზიცია მიგრანტების თაობაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here