Home ახალი ამბები იტალია შენგენის წევრობას დროებით აჩერებს!

იტალია შენგენის წევრობას დროებით აჩერებს!

შენგენის ზონა
იტალიის ხელისუფლება სიცილიაში G7 სამიტის ფარგლებში შენგენის შეთანხმებას დროებით შეაჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო korrespondent.net-ი. გაზეთი ,, II Messaggero “ წერს, რომ 10 მაისიდან თვის ბოლომდე შიდა,  სახმელეთო, საჰაერო და  საზღვაო საზღვრებზე კონტროლი გაძლიერდება.

“დიდი შვიდეულის” სამიტი 26-27 მაისს ჩატარდება ქალაქ ტაორმინაში კუნძულ სიცილიაზე. წინასწარი შეფასებით, ქალაქს 20 ათას ადამიანზე მეტი ეწვევა, მათ შორის ჟურნალისტები, დიპლომატები და საერთაშორისო დელეგაციის წევრები.

შეგახსენებთ, რომ 1985 წლის 14 ივნისს, ევროპის ხუთი ქვეყანა (ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები) შეთანხმდნენ, რომ გაეუქმებინათ საპასპორტო და საბაჟო კონტროლი და ლუქსემბურგთან ახლოს, პატარა ქალაქ შენგენში სასეირნო ნავზე ხელი მოაწერეს შესაბამის შეთანმხებას.

მთავარი იდეა დოკუმენტის გახლდათ – გაეუქმებინათ კონტროლი შიდა საზღვრებზე და ქვეყნებს შორის შეექმნათ საერთო გარე საზღვარი. შეთანხმება განახლებული სახით ძალაში შევიდა ათი წლის შემდეგ, რომელსაც უკვე ესპანეთი და პორტუგალია შეუერთდა .

დღეს, შენგენის ზონაში შედის 26 ქვეყანა . მათი უმრავლესობა ევროკავშირის წევრია. შენგენის ზონის მხოლოდ ოთხი ქვეყნა არ გახლავთ ევროკავშირის წევრი: ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და ლიხტენშტეინი. ამავე დროს, დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, მაგრამ არ შედიან შენგენის ზონაში. უახლოეს პერიოდში შენგენთან შეერთებას გეგმავს – ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი და რუმინეთი.

შენგენის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოთხას მილიონ ევროპელს უფლება აქვთ თავისუფლად გადაადგილდნენ ქვეყნებს შორის.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here