Home რუბრიკები სამართალი იტალიაში საქართველოს მოქალაქეები ქურდობისთვის დააკავეს

იტალიაში საქართველოს მოქალაქეები ქურდობისთვის დააკავეს

879
დაკავება

იტალიის ქალაქ მილანში დააკავეს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ბინების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილნი. როგორც იტალიური მედია იუწყება, აღნიშნულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა იტალიელი დინო გავაძენი.

ისინი კრიმინალურ საქმიანობას პიემონტის, ლომბარდიისა და ვალე დ’აოსტას პროვინციებში ეწეოდნენ. მილანის პოლიციამ ჯგუფის წევრები სამთვიანი გამოძიების შედეგად დააპატიმრა. ეს შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, როცა ერთ-ერთი ბინის გაქურდვისას ბოროტმოქმედებს ადგილზე მობილური ტელეფონი დარჩათ.

2017 წელს იტალიაში ბინების გაქურდვის ბრალდებით 61 ადამიანი დააკავეს, მათგან 18 საქართველოს მოქალაქეა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here