Home ახალი ამბები იტალიაში “კოზა ნოსტრასთან” კავშირის ბრლდებით 56 პირი მათ შორის ერთ-ერთი ქალაქის მერი...

იტალიაში “კოზა ნოსტრასთან” კავშირის ბრლდებით 56 პირი მათ შორის ერთ-ერთი ქალაქის მერი დააკავეს

იტალიაში, სიცილიის აგრიჯენტოს პროვინციაში „კოზა ნოსტრასთან“ ბრძოლის ოპერაციის ფარგლებში 56 პირი დააკავეს, მათ შორის ქალაქ სან-ბიაჯო-პლატანის მერი.

იტალიის პოლიციის განცხადებით, დაკავებულებს ბრალად მაფიოზური ორგანიზაციის შექმნა, ფულის გამოძალვა და ნარკოტრაფიკი ედებათ.

დაკავებულებს შორის არის ქალაქ სან-ბიაჯო-პლატანის მერი სანტო საბელა. გამოძიების მტკიცებით, სანტო საბელამ თანამდებობა “კოზა ნოსტრასთან“ კავშირების წყალობით მიიღო და მაფიასთან ათანხმებდა თავის მხარდამჭერ კანდიდატურებს 2014 წლის კომუნის არჩევნებზე, სანაცვლოდ კი მათ სახელმწიფო ტენდერებს სთავაზობდა.

ოპერაციაში ჩართული იყო 400-მდე სამართალდამცველი. მათ რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა ჩაატარეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here