Home სხვადასხვა დაიჯესტი იტალიას სურს, თავი დააღწიოს კოლონიურ დამოკიდებულებას. აშშ და ევროკავშირი წინააღმდეგნი არიან

იტალიას სურს, თავი დააღწიოს კოლონიურ დამოკიდებულებას. აშშ და ევროკავშირი წინააღმდეგნი არიან

621
სი ძინპინი

21-24 მარტს ჩინეთის პრემიერი სი ძინპინი პირველი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია იტალიას. მან იტალიის პრემიერმინისტრ ჯუზეპე კონტესთან ერთად ხელი მოაწერა წინასწარ შეთანხმებას პროექტერთი სარტყელი _ ერთი გზა”-სთან იტალიის მიერთებაზე _ .. ურთიერთგაგების მემორანდუმს.

საბოლოო შეთანხმებას შეიძლება ხელი მოეწეროს უკვე ერთი თვის შემდეგ _ კონტეს ვიზიტისას ჩინეთში.

ევროკავშირში, ნატოსა და “დიდ შვიდეულში” (G7-ში ასეთი რამ პირველად ხდება) შემავალი ქვეყნის ჩართვას ჩინურ პროექტში, შეუძლებელია, კამათი არ გამოეწვია, მაგრამ რომში არ ჩქარობენ ბრიუსელიდან და განსაკუთრებით ვაშინგტონიდან დატუქსვის მოსმენას. იტალიის ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით, მზის ქვეშ ადგილის შესანარჩუნებლად საჭიროა ერთი ფეხით ამერიკულ სკამზე წონასწორობის დაცვა, მეორის კი ჩინურ სკამზე დადგმა.

იტალიის მიმართ უკმაყოფილება თავდაპირველად ევროკომისიაში გამოხატეს, თქვეს, რომ ასეთი მასშტაბის სავაჭრო შეთანხმება ბრიუსელის უფლებამოსილებაა და არა ერთი  რომელიმე ქვეყნის; შემდეგ უკმაყოფილება გამოთქვა გერმანიაში; ბოლოს კი _ აშშში, საიდანაც გავლენიანი პოლიტიკოსების ბაგეებით ითქვა, რომიტალიასდიდი პოლიტიკური და დიპლომატიური საფასურის გადახდა მოუწევს”, თუკი გადაწყვეტს, ჩაერთოს პროექტში აშშსა და ჩინეთს შორის ამჟამინდელი სავაჭრო ომის გათვალისწინებით.

რომმა ყველა დაამშვიდა. ევროკომისიას უთხრეს, რომ ევროკავშირის არანაირი ფორმალური წესი არ დაირღვევა, გერმანიას _ რომ მას თვითონ აქვს იტალიაზე უფრო აქტიური ურთიერთობა ჩინეთთან, და საჭირო არ არის ფარისევლური საყვედურები; ვაშინგტონს _ რომ იტალია უარს არ ამბობს ევროატლანტიკურ დაპირებებზე და ეჭვი არ შეაქვს აშშთან მეგობრობის პრიორიტეტში.

ჩინეთის მხრიდან პროექტში იტალიის ჩართვით დაინტერესება გამოწვეულია რამდენიმე მიზეზით.

უწინარესად, იტალია თვითონ არის დიდი და მნიშვნელოვანი ბაზარი. ამასთანავე, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ის მოსახერხებელი “შესასვლელია” როგორც ევროკავშირში, ისე აფრიკაში, რომლის პერსპექტივებითაც ჩინეთი, დიდი ხანია, ინტერესდება. ჩინეთის ექსპორტის 60% მომხმარებლებს ზღვით მიეწოდება, იტალიას კი პორტები საკმარისად აქვს.

ძირს კოლონიზაცია!

საინტერესოა, რომ თვით იტალიაში პროექტს _ “ერთი სარტყელი _ ერთ გზა” განიხილავენ არა გეოპოლიტიკის, არამედ ეკონომიკის კონტექსტში, სახელდობრ _ კოლონიზაციისგან გათავისუფლების კონტექსტში, რომელსაც იტალია განიცდის, ბოლო 10 წელიწადია. ეს არის კოლონიზაცია განხორციელებული დოლარისა და ევრობიუროკრატების მიერ, აშშ-ის სამხედრო ბაზებით აპენინის ნახევარკუნძულზე. ქვეყანა ხელფეხშეკრულია და არჩევანის სივრცე ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში ყოველწლიურად მცირდება. “ერთი სარტყლის” მომხრეები ვარაუდობენ, რომ ეროვნული ინტერესების დაცვა ითხოვს ამ ყველაფრისგან დაშორებას, ანუ შემხვედრი ნაბიჯის გადადგმას ჩინეთისკენ. იტალიელი მინისტრები ჩინეთს 2018 წლის შემოდგომაზე სტუმრობდნენ ინვესტიციებისა და სახელმწიფო ვალის ჩინეთის მიერ შესყიდვაზე მოსალაპარაკებლად. ახალი იტალიის მთავრობა ასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს: შემცირდა საპენსიო ასაკი, შეჩერდა გადასახადების მატება, შემწეობებმა კი მოიმატა. ყველაფერ ამას კი სჭირდებოდა სახსრები და ფინანსური დამოუკიდებლობა ევროკავშირისგან, განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რომელშიც 5 მლნ ღარიბია, ბევრი _ ძველი ინფრასტრუქტურა და მშპ 130% სახელმწიფო ვალი. პეკინში მინისტრებს უთხრეს, რა პირობებით მიიღებს იტალია იმას, რისი მიღებაც სურს: “ერთი სარტყლისპირობებით.

იტალიელები იმედს ამყარებდნენ აშშ-თან “პრიორიტეტულ პარტნიორობაზე”, მაგრამ დონალდ ტრამპი კონტესთვის მხარზე ხელის მოთათუნებიდან ფულად დახმარებაზე არ გადასულა. აშშ-ის საელჩო დემონსტრაციულად უჭერდა მხარს იტალიას ევროკავშირთან საბიუჯეტო კამათში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ვაშინგტონს ახლა სხვისი პრობლემებისთვის არ სცხელა. მოკავშირის ფინანსური დახმარება _ ეს ყველაზე ბოლოა, რამაც შეიძლება ტრამპს თავში აზრად გაუელვოს. იტალიას არ სურდა აშშ-ისგან “წასვლა” ან მისგან განზე “გადგომა”, მაგრამ ასე გამოვიდა.

ასეთ კონტექსტში იტალიამ შეიძლება ითამაშოს როლი ქალისა, რომელიც ყველა თაყვანისმცემელთან ცდილობს კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას. აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომში ჩართვა ერთ-ერთ მხარეს არ ღირს; ერთი თვის შემდეგ შეიძლება ისინი შეთანხმდნენ და წაგებული აღმოჩნდებიან ისინი, ვინც რომელიმე მხარეს უჭერდა მხარს. სხვა საქმეა ჩინეთისთვის კარის გაღება, მისი ღიად დატოვება სხვებისთვის იმედით, რომ შეძლებენ ვაშინგტონელი რესტლერების (რესტლერი _ თეატრალიზებული სპორტული შოუს მებრძოლი) გაძლებას და პეკინელი ეშმაკების გაცურებას.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here