Home რუბრიკები ისტორია ისტორიის ფალსიფიკატორები

ისტორიის ფალსიფიკატორები

ვინ და რატომ აყალბებს დიდი სამამულო ომის ისტორიას

1773
9 მაისი

1941-1945 წლების დიდი სამამულო ომი უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი ნაწილია კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტისა  (1939-1945 წწ.), რომელშიც იმხანად არსებული 73 სახელმწიფოდან 62 მონაწილეობდა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 80 პროცენტი.

1945 წლის გაზაფხულზე, გერმანელი ფაშისტების გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, საბჭოთა არმიის მეომრები ბერლინში შეიჭრნენ და 1 მაისს, დაახლოებით 3 საათზე, საბჭოთა არმიის მეომრებმა _ მიხეილ ეგოროვმა და მელიტონ ქანთარიამ რაიხსტაგის თავზე გამარჯვების დროშა ააფრიალეს. ფაშისტური გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის აქტს ჯერ 7 მაისს მოაწერეს ხელი რეიმსში (საფრანგეთი), შემდეგ კი, როდესაც სტალინს არ მოეწონა არც ხელმომწერთა რანგი და არც ხელმოწერის ადგილი, 8 მაისს _ ბერლინის გარეუბან კარლსჰორსტში. კაპიტულაცია ძალაში შევიდა 8 მაისს, 23 საათსა და 1 წუთზე ცენტრალური ევროპის დროით, როცა საბჭოთა კავშირში (მოსკოვში) უკვე 1-ელი საათი და 1 წუთი იყო. შესაბამისად, სსრკში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე 9 მაისს აღინიშნება, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში _ 8 მაისს.

ყოველ 9 მაისს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნისა და საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების ომგამოვლილი ვეტერანები, უკვე თითზე ჩამოსათვლელნი, ზეიმობენ დიდ სამამულო ომში გამარჯვებას და პატივს მიაგებენ დაღუპული თანამებრძოლების ხსოვნას. დასავლური დემოკრატიის მიერ გულუხვად ნაკვები ფალსიფიკატორები კი, რომლებიც საკმაოდ არიან დასავლეთშიც და ყოფილ საბჭოთა კავშირშიც, ამ თარიღის აღნიშვნის წინ ხშირად ჩნდებიან ტელეეკრანებზე თუ ბეჭდურ მედიაში, რათა “შეაფასონ” მეორე მსოფლიო ომის შედეგები. მათ ინტერვიუებსა და სტატიებს რეფრენად გასდევს მართლაც საჭირო ლოზუნგი: მეორე მსოფლიო ომის ისტორია ტყუილისა და ცილისწამებისგან, ანუ ფალსიფიკაციისგან უნდა გაიწმინდოს!”. ამისკენ ზოგიერთი “ავტორიტეტული ისტორიკოსი” გულწრფელად, კეთილშობილური მიზნით მოუწოდებს, მაგრამ არცთუ ცოტაა ისეთი, რომლებსაც მერკანტილური ინტერესი ამოძრავებთ _ ცდილობენ მეორე მსოფლიო ომში სსრკ-ის როლის დაკნინებასა და ბრიტანელთა და ამერიკელთა წვლილის შთამბეჭდავად წარმოჩენას, საბჭოთა არმიისთვის აგრესორის იარლიყის მიწებებას. ასე ხდება, მაგალითად, პოლონეთში; ბალტიისპირეთის ქვეყნებში ფაშისტებისგან გათავისუფლებას საბჭოთა ოკუპაციას უწოდებენ; უკრაინელებმა კი, რომლებმაც ფაშისტების ოკუპაციის დამანგრეველი შედეგები საკუთარ თავზე იწვნიეს, გამარჯვების დღის აღნიშვნა 8 მაისს დაიწყეს (?!).

ფაქტების დამახინჯებისა და, საერთოდ, ომის ისტორიის ფალსიფიცირებასთან ერთად, დასავლელი ისტორიკოსების ძალისხმევით შეიცვალა ტერმინებიც. მაგალითად, ფაშისტური გერმანია” _ “მესამე რაიხით”, “ფაშისტური ბლოკი, ფაშისტების სატელიტები” _ “ღერძისქვეყნებად, გერმანიის მოკავშირეებად”, “ფაშისტების ხელშემწყობები” _ “კოლაბორაციონისტებადდა .. ამას გარდა, კომუნიზმსა და ფაშიზმს ერთ საფეხურზე აყენებენ.

ვეტერანები

ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება დასავლეთის, კერძოდ, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ძალისხმევით, რომლებიც ყველანაირ ხერხს იყენებდნენ საბჭოთა კავშირის დასანგრევად 1917 წლიდან, ანუ შექმნის მომენტიდანვე, ახლა კი რუსეთს უპირისპირდებიან, რათა ხელში ჩაიგდონ ამ ქვეყნის სიმდიდრეები.

ამას აკეთებენ მიზანმიმართულად, რათა ადამიანების მეხსიერებიდან წაშალონ სტალინის ხელმძღვანელობით საბჭოთა კავშირის ხალხების დიადი გამარჯვება ფაშიზმზე.

დიდ სამამულო ომზე ბრიტანულ-ამერიკული ისტორიული და სამხედრო ისტორიული ლიტერატურა ასეულობით წიგნსა და ათასობით სტატიას ითვლის. ამ წიგნებისა და სტატიების ძირითადი ნაწილი, რომლებიც შორსაა ჭეშმარიტებისგან, მეორე მსოფლიო ომის გამჩაღებლებისა და ახალი მსოფლიო ომის მოსურნეთა შეკვეთით დაიწერა და მიზნად ისახავს ამ ომში სსრკ-ის როლის დაკნინებას, ქვეყნისა, რომელმაც ჰიტლერელთა წინააღმდეგ ბრძოლის მთელი სიმძიმე საკუთარი მხრებით ზიდა. დასავლელ ისტორიკოსებს სურთ, წარმოაჩინონ, რომ თითქოს აშშ-დიდი ბრიტანეთი იყო მთავარი ძალა, რომელმაც ფაშიზმი გაანადგურა. სწორედ ასე ასწავლიან აშშ-ისა და ბრიტანეთის სკოლებში.

ჰიტლერელებთან დაპირისპირების ეპიზოდებს შორის, რომელთა ფალსიფიცირებისკენ არის მიმართული ამერიკელი და ინგლისელი ისტორიკოსების, ჟურნალისტებისა და მემუარისტების ძალისხმევა, ერთ-ერთია გერმანელთა შეტევის პერიპეტიები დასავლეთის ფრონტზე _ არდენზე (ბელგიის სამხრეთი დასავლეთი) 1944 წლის დეკემბერში.

ამ მოვლენის მონაწილე დუაიტ ეზენჰაუერი (აშშ-ის არმიის გენერალი, მოგვიანებით _ 34-ე პრეზიდენტი) თავის წიგნში “ჯვაროსნული ლაშქრობა ევროპაზე” ქება-დიდებას არ იშურებს ინგლისელი და ამერიკელი ჯარისკაცებისა და გენერლების მიმართ, მაგრამ არაფერს ამბობს საბჭოთა მეომრებზე. ეიზენჰაუერის დაწყებული საქმე განაგრძეს ბრიტანეთისა და აშშ-ის არმიების ყოფილმა ხელმძღვანელებმა და რანგით დაბალმა სამხედროებმაც, მათ მხარი აუბეს ინგლისელმა ისტორიკოსებმა _ ფულერმა და ბურნემ, ამერიკელებმა _ შუგმა და რალფ ინგერსოლმა. ისინი თავიანთ “ნაშრომებში” დაწვრილებით აღწერენ არდენის ბრძოლას და ერთი სიტყვითაც არ მოიხსენიებენ 1945 წლის იანვარში საბჭოთა არმიის შეტევას, რომელმაც ინგლისელები და ამერიკელები კატასტროფას გადაარჩინა. ამ სამხედრო ოპერაციის შედეგად საბჭოთა არმიამ მწყობრიდან გამოიყვანა გერმანიის მოკავშირეები _ რუმინეთი და ბულგარეთი, შემდეგ _ ფინეთი და უნგრეთი.

დასავლელი ე. წ. ისტორიკოსები სტალინს მიაწერენ ციტატას: “თუ ამერიკის დამხობა გსურთ, უნდა გაანადგუროთ სამი რამ: მისი სული, მისი პატრიოტიზმი და მისი მორალი”. მაგრამ ეს ხომ დემაგოგიაა, ეს ხომ სწორედ რუსეთზე თქვა ალენ დალესმა. ამ ციტატას, ოღონდ რუსეთზე, ხელს მოაწერდა სსრკ-ისა და მართლმადიდებლობის მოძულე ზბიგნევ ბჟეზინსკი ან მადლენ ოლბრაიტი.

ლაპარაკიც არ ღირს გონებასუსტი ნიკიტა ხრუშჩოვისა და მისი თანამზრახველების სულელურ და სასაცილო ბრალდებაზე, სტალინი გლობუსით აფასებდა ფრონტზე შექმნილ ვითარებას და სამხედრო ოპერაციებს ასე გეგმავდაო, განვიხილოთ მხოლოდ რამდენიმე თვალსაზრისი, რომელთა “ჩაბეჭდვასაც” ცდილობენ თანამედროვე ადამიანების გონებაში ისტორიის ფალსიფიკატორები:

* ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვება მოიპოვეს მოკავშირეებმა და ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის აშშსა და დიდ ბრიტანეთს.

სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობა ფაშისტური ბლოკის განადგურების საქმეში საკვანძო ისტორიული მომენტია, მაგრამ სსრკ-ისთვის დასავლელი მოკავშირეების დახმარება დიდი სამამულო ომის წლებში გადამწყვეტი არ ყოფილა _ საბჭოთა კავშირის ხალხებს ისედაც შეეძლოთ ფაშისტების დამარცხება, ოღონდ გაცილებით მეტი მსხვერპლის ფასად.

* ბევრი დასავლელი “ისტორიკოსი” ცდილობს, მიჩქმალოს ის ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომის წინ და მის საწყის პერიოდში დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა აგებული იყო იმაზე, რომ ჰიტლერის ფაშისტურ გერმანიას გაელაშქრა საბჭოთა კავშირზე.

* ბევრს წერენ ლიუფტვაფეს (გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალები) მიერ ინგლისის ქალაქების დაბომბვაზე, ქალაქ კოვენტრის დანგრევაზე, მაგრამ თითქმის არაფერს _ გერმანიის ქალაქებზე ბრიტანეთის ავიაციის ბარბაროსული თავდასხმების შესახებ, რომელიც დაიწყო 1942 წელს ქალაქ კელნისა და მისი მოსახლეობის განადგურებით. საერთოდ კი, ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალების სტრატეგია, ე.წ. ლინდემანის დოქტრინა, უწინარესად, მოწინააღმდეგე ქვეყნის მოსახლეობის განადგურებას ისახავდა მიზნად.

* დასავლელი ისტორიკოსები წერდნენ და წერენ ბრიტანელი სამხედროების მიერ ჩატარებული ოპერაციების მნიშვნელობაზე სსრკგერმანიის ფრონტზე განვითარებულ მოვლენებში, ოპერაციაზე ჩრდილოეთ აფრიკაში, იტალიაში და .., ანუ ყველანაირად ცდილობდნენნისლიანი ალბიონისწარმოჩენას ნათელ ფერებში. მაგრამ ცნობილია ისიც, რომ 1939-1945 წლებში დიდ ბრიტანეთს არა მხოლოდ არაერთხელ მოუმზადებია, არამედ განუხორციელებია კიდეც თავისი აგრესიული გეგმები ევროპის სახელმწიფოებისა და სსრკის წინააღმდეგ.

მაგალითად, 1940 წლის აპრილში მხოლოდ შემთხვევამ შეუშალა ხელი დიდ ბრიტანეთს, გერმანელებზე ადრე განეხორციელებინა სკანდინავიის ქვეყნების ოკუპაცია: ნორვეგიის სანაპიროს დანაღმვა და ნორვეგიაში დესანტის გადასხმა, რომელიც დაგეგმილი იყო 5 აპრილს, ტექნიკური მიზეზებითა და ტრანსპორტის გაუმართაობის გამო გადაიდო 8 აპრილისთვის. გერმანელებმა კი შეძლეს დაესწროთ ინგლისელებისთვის _ ისინი 9 აპრილს შევიდნენ ნორვეგიაში. საინტერესოა, რომ ნორვეგიაში შეჭრის შემდეგ ინგლისელები ფინელებთან ერთად აპირებდნენ სსრკ-ზე თავდასხმას. საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომის პერიოდში (1939-1940) და მისი დასრულების შემდეგაც ბრიტანელი სამხედროები ფრანგ კოლეგებთან ერთად ადგენდნენ საბჭოთა კავშირთან ომის გეგმებს. 1940 წელს სწორედ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის თავდაცვის შტაბების ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დაებომბათ სსრკ-ის ნავთობით მდიდარი რაიონები _ ბაქო, გროზნო, მაიკოპი. ოპერაცია უნდა დაწყებულიყო 1940 წლის ივლისში. ამ ოპერაციას დასავლეთ ფრონტზე გერმანიის გააქტიურებამ შეუშალა ხელი.

* აღსანიშნავია ბრიტანელთა აგრესია თვით ფრანგი მოკავშირეების წინააღმდეგ: 1940 წლის 3 ივლისს ბრიტანეთის ფლოტი თავს დაესხა ორანსა და დაკარში განლაგებულ საფრანგეთის ფლოტს და გაანადგურა გემები იმ საბაბით, რომ გერმანელებს არ ჩავარდნოდათ ხელში. 1944 წელს კი ბრიტანეთმა სამხედრო გზით მოახერხა ოკუპაცია საბერძნეთისა, რომელიც უკვე დატოვებული ჰქონდათ ჰიტლერელებს. ამ ოკუპაციის მიზანი იყო ის, რომ საბერძნეთში მემარცხენე ძალებს არ გაემარჯვათ.

* 1998 წელს არქივების გახსნის შემდეგ მსოფლიოს საზოგადოებრიობისთვის ცნობილი შეიქნა გეგმის შესახებ, რომლის განხორციელებასაც უინსტონ ჩერჩილი აპირებდა 1945 წელს, უკვე გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ _ 1945 წლის 1 ივლისს ბრიტანელთა დახმარებით გერმანელი ჯარისკაცები თავს უნდა დასხმოდნენ ევროპაში განლაგებულ საბჭოთა არმიის ქვედანაყოფებს. ამ გეგმის განხორციელებას საბჭოთა დაზვერვის მიერ ინფორმირებულმა სტალინმა შეუშალა ხელი. საერთოდ, კი ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ჰიტლერმა სსრკზე თავდასხმის გეგმის განხორციელება Drang nach Osten (“შეტევა აღმოსავლეთზე”) მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მიიღო გარანტია, რომ დიდი ბრიტანეთი ამ ომში არ ჩაერეოდა.

* ბრიტანელთა მხრიდან ფაშისტებისთვის მიცემული გარანტიების შესახებ ოფიციალური დოკუმენტები არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი ბრიტანეთი, სსრკსა და აშშთან შეთანხმების მიუხედავად, 1944 წლის ზაფხულამდე (!) თავს იკავებდა მეორე ფრონტის გახსნისგან დასავლეთ ევროპაში.

სსრკ-ის მოკავშირეებმა _ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა _ მეორე ფრონტი გახსნეს (ოპერაცია “ოვერლორდი”) 1944 წლის 6 ივნისს, როდესაც დესანტი გადასხეს საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში _ ნორმანდიაში. ამ ოპერაციას მოკავშირეების მხრიდან 280 ათასი კაცის სიცოცხლე შეეწირა, დაიჭრა _ 153 ათასი.

რომელმა ქვეყანამ რა წვლილი შეიტანა და რა დანაკარგები განიცადა მეორე მსოფლიო ომში, ამაზე ციფრებიც მეტყველებს: საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომში დაკარგა დაახლოებით 24,5 მლნ ადამიანი, მათ შორის, 15,7 მლნ მშვიდობიანი მოქალაქე; გერმანიამ _ 6,7 მლნ ჯარისკაცი და დაახლოებით 1,5 მშვიდობიანი მოქალაქე; დიდმა ბრიტანეთმა _ 300 ათასი ჯარისკაცი და 92 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე; ამერიკის შეერთებულმა შტატებმა _ 405 ათასი ჯარისკაცი.

აღსანიშნავია, რომ დიდ სამამულო ომში 700 ათასი ქართველი მონაწილეობდა, მათგან 300 000-მა  ფაშისტებთან ბრძოლას შესწირა სიცოცხლე, ანუ იმდენმა, რამდენმა ბრიტანელმაც, აგრეთვე, ამერიკელმა. საბჭოთა საქართველოს ქართველების მიერ შეტანილი წვლილი ნაციზმის დამარცხებაში საამაყოა და დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

და სამარცხვინოა, რომ ზოგიერთი მოგვიწოდებს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე საქართველოში 8 მაისს აღინიშნოს. თანაც, ამას ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც ამ ომში არ მონაწილეობდნენ, არც ისტორია იციან, ომის მონაწილე ვეტერანებს კი, რომლებმაც სისხლისმღვრელი ბრძოლებით გაათავისუფლეს ევროპა ფაშისტებისგან და ბერლინში, საკუთარ ბუნაგში მოახრჩვეს ჰიტლერელთა ურდოები, არაფერს ეკითხებიან…

ნიკა კორინთელი

ცნობისთვის: 9 მაისი გამარჯვების დღედ ოფიციალურად არის გამოცხადებული აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, რუსეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში, საქართველოში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, სერბეთში, ბოსნიაჰერცეგოვინაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here