Home სხვადასხვა დაიჯესტი “ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა” პედოფილი… ქალი

“ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა” პედოფილი… ქალი

1006
“ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა” პედოფილი... ქალი

ინგლისის უილტშორის საგრაფოში პირველად დასაჯეს ქალიშვილი ბავშვებზე სექსუალური ძალადობის გამო, _ იუწყება ტაბლოიდიდეილი მირორი”.

ქალაქ სუინდონის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის 18 წლის აღმზრდელს _ სოფი ელმსს შვიდი წლითა და ათი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. მსჯავრდებულმა დანაშაული აღიარა.

გამოძიებამ მას 16 ეპიზოდში დაუდასტურა დანაშაული, რომლებიც მან ჩაიდინა, როცა 17 წელი შეუსრულდა. სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ მას ჰყავდა თანამზრახველი _ 59 წლის ლონდონელი დეტექტივი დევიდ გერინგი, რომელიც სოცქსელებში გაიცნო. მას 15 წლით პატიმრობა მიესაჯა. გერინგი ელმსს უკვეთავდა ფოტო და ვიდეომასალებს, რომლებსაც შემდეგ თავისნაირებს უზიარებდა.

სოფი ელმსის შემთხვევა იშვიათია არა მხოლოდ მისი ასაკის გამო, არამედ სქესის გამოც. ქალები იშვიათად წარმოგვიდგებიან პედოფილიის ფაქტების ფიგურანტებად. ამ მოვლენის ბუნება ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, მთავარ როლს დედის ინსტიქტი თამაშობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here