Home ახალი ამბები საქართველო ისრაელის ელჩი: აღდგომას ისრაელის საზღვარზე შემოწმება გართულდება

ისრაელის ელჩი: აღდგომას ისრაელის საზღვარზე შემოწმება გართულდება

846

“აღდგომის დღესასწაულზე ისრაელის საზღვარზე შემოწმება იქნება გართულებული, რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებიც საზღვრის გადაკვეთას უკანონოდ გამოიყენებენ”, _ განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა.


შაბთაი ცურმა, აგრეთვე, ისაუბრა ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცემულ რეგულაციაზეც, რომელიც 17 აპრილს ამოქმედდება და რომელიც თავშესაფრის მაძიებლებს ეხება.

“2016 წელს საქართველოდან ისრაელში ჩავიდა 13 188 ტურისტი, მათ შორის, 3 700-მა მოითხოვა თავშესაფარი. თავშესაფარი უფლებას აძლევდა მოქალაქეებს, რომ სამი წლის განმავლობაში ემუშავათ ისრაელის სახელმწიფოში. ჩვენ ვართ დაძმობილებული სახელმწიფოები, 2600-წლიანი ისტორიაა ებრაელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის და ყველას ვთხოვ, რომ ამ ურთიერთობას ხელი შეუწყოს. საქართველო გამოცხადდა უსაფრთხო ქვეყნად ისრაელის სახელმწიფოსთვის. არანაირი წინაპირობა არ აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფრის მოთხოვნის. შესაბამისად, ვინც თავშესაფარს მოითხოვს, მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება”, _ განაცხადა ელჩმა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here